x
პრობლემები გაქვთ?
წარმატებები ყველას ყველა მიმართულებით
პრობლემები გაქვთ? ეს ჩინებულია! იკითხავთ, რატომ? იმიტომ რომ პრობლემების გადაწყვეტა ერთიმეორეზე მიყოლებით –ეს წარმატებისკენ მიმავალი საფეხურებია. ამასთან ყოველი პატარა წარმატება სიბრძნეს შეგმატებთ, გაამყარებს თქვენს მდგომარეობას, გაგამდიდრებთ გამოცდილებით. ყოველ პრობლემისაგან შეხვედრისაგან, რომლისთვისაც თქვენ იბრძვით და დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის დახმარებით წყვეტთ, თქვენ ხდებით სულ უფრო ძლიერი და იღბლიანი.

წუთით შევჩერდეთ და ჩავფიქრდეთ. ცნობილი თუა თქვენთვის სერიოზული წარმატების მიღწევის თუნდაც ერთი შემტხვევა, რომელიც თქვენ შეგემთხვათ, ან რომელიმე სხვას, რომელიც დაკავშირებული არ იქნებოდა კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტასთან?

პრობლემები ყველას აქვს. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მუდმივად ცვალებად სამყაროში. სამყაროს ცვალებადობა –ბუნების უცილობელი კანონია. აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენზე ამ კანონის ზემოქმედება დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენს განწყობაზე და ფსიქიკაზე.

ადამიანს შეუძლია მართოს თავისი აზრები და აკონტროლოს გრძნობები, მაშასადამე თვითონ მას შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი განწყობა, გახადოს ის დადებითი ან უარყოფითი. ამ უნარის მეშვეობით ადამიანს შეუძლია ჰარმონიას მიაღწიოს თვითონ მასში და მის გარემოცვაში მიმდინარე ცვლილებებს შორის. როცა მიმდინარე გარდაქმნებს და ცვლილებებს დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის გამოყენებისას ვუყურებთ, ნებისმიერი პრობლემა გადაწყვეტადი ხდება.


როგორ ვუყუროთ პრობლემებს დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის გამოყენებისას?

თუ თქვენ ეთანხმებით იმას, რომ ღმეთი ყოვლად მოწყალეა და ამას თვლით დადებითი ფსიქოლოგიური განწყობის პრინციპულ კომპონენტად, მაშინ თქვენ ხელში გეძლევათ თქვენი პრობლემების გადაეყვეტის შემდეგი ფორმულა.

როცა თქვენს წინაშე პრობლემაა, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს, მაშინ, მისი ხასიათისა და სირთულის მიუხედავად მოიქეცით ასე.

1. ღმერთს შესთხოვეთ, რომ გაგამაგროთ და მიმართულება მოგცეთ.

2. იფიქრეთ.

3. განსაზღვრეთ პრობლემა, მოახდინეთ მისი ლოგიკური ანალიზი.

4. გამამხნევებლად უთხარით საკუთარ თავს. “ჩინებულია!“

5. დაუსვით საკუთარ თავს ასეთი კითხვები.

ა) რა არის აქ კარგი?

ბ) როგორ გადავაქციოთ ეს ბედნავსობა, მარცხი თანაბარ ან უფრო მნიშვნელოვან იღბლადაც კი. ან ეს გაუმართლებლობა როგორ გადავაქციოთ დიდ სარგებელად?

6. გააგრძელეთ ამ კითხვებზე პასუხების შეუპოვარი ძიება, სანამ არ იპოვით დამაკმაყოფილებელ და კონსტრუქციულ გადაწყვეტას.

პრობლემები და სირთულეები, რომლებთანაც ყოველ ჩვენგანს უწევს ცხოვრებაში შეჩეხება, მკაცრად რომ ვთქვათ, ორ კატეგორიად იყოფა. ჩვენ განცდებთან, ფინანსურ მდგომარეობასთან, განწყობასთან, მორალურ საკითხებთან, ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ პირად პრობლემებად და ჩვენს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაო პრობლემებად. პირადი პრობლემები ჩვენთვის უფრო ახლოსაა და უფრო მეტად გვაღელვებს.

ადამიანი თავისი აზრების არსია. ჩვენი აზროვნების ხარისხი ხასიათდება დადებითი ან უარყოფითი განწყობით. ჩაიხედეთ საკუთარ სულში. თქვენ –ხართ თუ არა კარგი ადამიანი? თუ ხართ მაშასადამე, თქვენი აზრებიც კარგია. თქვენ ჯანმრთელი ხართ –მაშასადამე, თქვენი აზრებიც ჯანსაღია. თქვენ სულიერად და მატერიალურად მდიდარი ხართ –თქვენი აზრები შეძლების შესახებაა. სცოდავთ –თქვენი აზრები ცოდვილია. თქვენ წესრიგში არ გაქვთ ფსიქიკა –ეს თქვენი აზრები გხდით ასეთად. თქვენ სილიერად და მატერიალურად ღარიბი ხართ –თქვენი აზრები სიღარიბეზეა.

ჩემო საყვარელო ადამიანებო

გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ჯიჯიეშვილი
თათია ჯიჯიეშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0