x
მეტი
  • 21.09.2024
  • სტატია:137156
  • ვიდეო:351963
  • სურათი:511241
რჩევები ქალბატონებს კარანტინის პერიოდში

image


ყველა ქალისთვის, და არა მარტო ქალისთვის, საკმაოდ მძიმე პერიოდი დგას, არსებული ვითარება მოქმედებს არა მხოლოდ სულიერ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, არამედ ფიზიკურობაზეც. ვართ უინტერესოდ, არ გვიხარია და არ გვიჩნდება სურვილი საკუთარი თავის მოვლისა, გალამაზებისა... რა თქმა უნდა, ძალიან რთულია 24 საათი სახლში ყოფნა, მაგრამ უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ამ სიტუაციას დადებითადაც უნდა შევხედოთ, ოპტიმისტურად განვეწყოთ და თითოეული წუთი დავუთმოთ საყვარელ ხალხსა და საკუთარ თავს. იმისათვის, რომ პოზიტიურად განვეწყოთ, აუცილებელია საკუთარ თავთან მუშაობა, საკუთარი თავის სიყვარული, რადგან, ვფიქრობ, აქედან იწყება ყველაფერი. როცა შენი თავი გიყვარს, დამერწმუნე, ვერავითარი უარყოფითი ძალა და აზრი ვერ დაგამარცხებს. საკუთარი თავის სიყვარული ესაა ის, რაც გეხმარება სხვა ადამიანების სიყვარულში, ესაა ის, რაც გაძლევს ძალასაც და ენერგიასაც.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რამდენიმე რჩევა მომეცა ქალბატონებისთვის, ეს ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია დღისა, რასაც მე ყოველდღე ვასრულებ და, ვფიქრობ, თითოეულ თქვენგანს დაგეხმარებათ .

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ძილი, იმდენი ხანი, რამდენიც იცი, რომ საჭიროა შენი სხეულისათვის. მოუწესრიგებელი ძილი აისახება სახეზე, სხეულზე, თმაზე და გუნება-განწყობაზედაც. ნაადრევი დაბარების ერთ-ერთი პირველი გამომწვევი სწორედ ძილის რეჟიმის დარღვევაა. 7-8 საათი კი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისათვის. შემდეგი ეტაპი არის სარკესთან ურთიერთობა, რამდენიმე წუთი დაუთმე შენს თავს და ილაპარაკე სარკესთან, გადაუშალე მოურიდებლად გული, გაუზიარე შენი პრობლემები, გულისტკივილი, სიხარული, ფიქრები საკუთარ "მეს'' სარკეში, დაუსვი კითხვები, უთხარი კომპლიმენტი, თუნდაც ისეთი კომპლიმენტი, რომელიც არასოდეს არავისგან მიგიღია, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებდა და რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ესაა ღიმილი, ხშირად გაუღიმეთ თქვენს თავს ყველგან, სადაც საკუთარ თავს აირეკლავთ, იყავით თამამები საკუთარ "მეს''-თან დაკავშირებით.

საუზმე- ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ძილი. აუცილებელია, დილა მსუბუქი საუზმით მოიწყო, ეცადე, საუზმის დროს შეიქმნა მშვიდი გარემო, ეცადე, საუზმე მიირთვა ლამაზი, ნათელი და სასიამოვნო ჭურჭლით, მიირთვი მშვიდად და აუჩქარებლად.


დღის განმავლობაში აუცილებელი კომპონენტი არის ჰაერზე სეირნობაც, ღრმად ჩაისუნთქე და უარყოფითი აზრები არ გაიკარო, გახსოვდეს, რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება და მას ჩვენი ნერვიულობითა და დაძაბულობით ვერ შევცვლით.


ასევე მნიშვნელოვანია 24 საათის განმავლობაში შეეცადო რაიმე ვარჯიშის შესრულება, თუნდაც ათი წუთი, თუნდაც სულ მარტივი ვარჯიშები აკეთო, მთავარია შეასრულო. ნახავ, რომ სულ მალე აგიმაღლდება მოტივაცია საკუთარი თავის სიყვარულისა.


ასევე გირჩევ მოუსმინო სასიამოვნო მუსიკას, წაიკითხო სასიამოვნო წიგნები, რამდენიმე გვერდი მაინც, ოღონდ ეს უნდა გააკეთო სიამოვნებით. ყველა საქმე დაინახე პოზიტიურ ჭრილში, არასასიამოვნო აზრები კი თავიდან მოიცილე.



დაბოლოს, როცა შენ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ და საღამოს საოჯახო საქმეებით დაღლილი, ოღონდ სასიამოვნოდ დაღლილი, სანამ დასაძინებლად მოემაზდები, არასოდეს დაგავიწყდეს შენი მეორე "მე" სარკეში, გაუღიმე, თუ რაიმე არ მოგწონს, შეისწორე, არ დაგეზაროს, თუ რაიმე დანაკლისს გრძნობ, გააკეთე და შემდგომ მშვიდად მიეცი ძილს თავი.





0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატა13
ნატა13
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0