ისტორია ალუმინის მერსედესში $4.62 მილიონი გადაიხადეს 2012, 11 აგვისტო, 0:15 1955 წელს გამოშვებული ავტომობილი მერსედეს ბენზ 300სლ არიზონას შტატში, კერძოდ კი ქალაქ სკოტსდეილში, გამართულ აუქციონზე რეკორდულ ფასად, $4 062 000 გაიყიდა. უძველესი სპორტული ავტომობილის მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ავტომობილის სასტარტო ღირებულება $2 500 000 იყო. სპორტულ ავტომობილს 212 ცხენის ძალა აქვს და 260 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. შეგახსენებთ, რომ 1954_ 1957 წლებში მერსედესმა 1400 ეგზემპლარი გამოუშვა. მატგან მხოლოდ 29 იყო დამზადებული ალუმინისგან. აუქციონზე გაყიდული ავტომობილი სწორედ ერთ ერთი მათგანია. 618 14-ს მოსწონს
|