საბუნებისმეტყველო რას წარმოადგენს ვირუსი, საიდან «მოვიდა» და როგორ «მუშაობს» ის 2020, 13 აპრილი, 9:42 დღეს დედამიწაზე, დაახლოებით, 7, 5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ეს ცოტა არ არის, მაგრამ მას ჭიანჭველების რაოდენობას თუ შევადარებით, არაფერია... არსებულ გამოთვლებს თუ დავუჯერებთ, პლანეტაზე ამ მწერების საერთო რაოდენობა 10 ათას ტრილიონს შეადგენს. მაგრამ, ეს რიცხვიც კი უმნიშვნელოა, იმ სიცოცხლის ფორმის რაოდენობასთა შედარებით, როგორიც ვირუსია. ბაქტერისგან განსხვავებით, რომელიც ერთუჯრედიანი ორგანიზმია, — ვირუსი, სტრუქტურულად, უფრო მარტივად არის მოწყობილი და მიუხედავად ამისა, მას, ბაქტერიის მსგავსად, საკუთარი თავის კლონირება შეუძლია და ძალიან სწრაფი ტემპით მრავლდება. ის გამუდმებით ცოცხალი ორგანიზმის (ადამიანის ან ცხოველის) ძიებაშია, რადგან ცოცხალი უჯრედის გარეშე, დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. თუ ბუნებაში ვირუსების საერთო რაოდენობას დავითვლით, ასტრონომიული მასშტაბის რიცხვს მივიღებთ — 10^39, რაც 100 მლნ–ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვარსკვლავი, ჩვენთვის ხილულ სამყაროში.
უჯრედში მოხვედრილი ვირუსი, უპირველეს ყოვლისა, მისი გენეტიკური კოდის გადაწერას ცდილობს, რომ ამ უკანასკნელმა ისეთი ცილების გამომუშავება დაიწყოს, რომელიც მისი განახლებისთვის არის საჭირო. თუ ეს მოახერხა, დაინფიცირებული უჯრედი ნორმალურად ფუნქციონირების უნარს კარგავს და იძულებული ხდება, ვირუსული ცილების სინთეზირება მოახდინოს და მისი დამაინფიცირებელი ვირუსის კლონები შექმნას. ინფიცირებული უჯრედი კი, ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ, როგორც უცხო წარმონაქმნი ისე აღიქმება და მასზე შეტევას ახდენს. შედეგად, უჯრედი კვდება, ხოლო მასში არსებული ვირუსის კლონები გარეთ იბმევა. ამის შემდეგ, უკვე ვირუსის რამდენიმე ერთეული აგრძელებს ახალი უჯრედებს ძებმას და სულ მალე, ერთეული — ათეული ხდება, აღეული — ასეული, ასეული — ათასეული... ვირუსის უამრავი სახეობა არსებობს და უმეტეს შემთხვევაში, მათ ბუნებაში გარკვეული ნიშა უკავიათ. მაგ., ოსპის ვირუსი მხოლოდ ადამიანისთვის არის სახიფათო. არის ვირუსები, რომლებიც ზიანს მცენარის უჯრედებს აყენებენ, სხვები კი, საფრთხეს მხოლოდ გარკვეული სახეობის ცხოველებისთვის წარმოადგენს. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ვირუსი მუტაციას განიცდის და ის, ადამიანისთვის და ცხოველისთვის, ერთნაირად სახიფათო ხდება. ამასთან, ეს უკანასკნელი, შეიძლება არც დაავადდეს და მხოლოდ ვირუსის მატარებელი და გამავრცელებელი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჩვენთვის მეტად უარყოფით ემოციებთან და წარმოდგენებთან ასოცირდება, ის ბიოსფეროში უდიდეს როლის ასრულებს: ვირუსი ურთულეს ბიოქიმიურ პროცესებს არეგულირებს, რითაც, სხვადასხვა ეკოსისტემაში, ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს. არხის სხვა სიახლეები:1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები 2. ჰაეროვანი პასკა თხევადი ცომით 3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში 4. რა დაემართება კვერცხს, თუ მას ნაჭუჭით შევწვავთ 5. შავი ჭირის 4 გამოცანა 337 3-ს მოსწონს
|