x
image
ჯუზეპე
უსამართლო მეორე ადგილი

image


10 აგვისტოს გამართულ შეჯიბრებაში, ლონდონში გამოვიდა ორი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი 55 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ხუციშვილი და ვლადიმერ ხინჩიკაშვილი.ორივე წარმატებით გამოვიდა ასპარეზზე, მაგრამ დავით ხუციშვილი დამარცხდა ნახევარ ფინალურ შეხვედრაში აფხაზ ფალავანთან, რომელიც რუსეთის სახელით გამოდიოდა.სამწუხაროდ მან ვერც მესამე ადგილი დაიკავა.

გაცილებით წარმატებული იყო ვლადიმერ ხინჩიკაშვილის გამოსვლა, რომელიც ფინალში დაუპირისპირდა რუს ფალავანს სადაც მან წააგო პირველი სეტი, და მეორეში წარმატებით გამოვიდა.დაძაბული ბრძოლა გაიმართა მათ შორის და უხვქულიანიც აღმოჩნდა, ხინჩიკაშვილი იგებდა, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო 15 წამზე დაეცა და დაკარგა ერთი ქულა...მან ყველაფერი გააკეთა რათა გამოესწორებინა შეცდომა და მოახერხა კიდეც ბოლო ორ წამზე ხიდზე გადაიყვანა რუსი ფალავანი და მომგდებიანი გდებაც კი გააკეთა, მაგამ ჩვენდა სამწუხაროდ მას არ ჩაუთვალეს ეს გდება.მისმა მწვრთნელებმა გაასაჩივრეს, მაგრამ უშედეგოდ...

ამ 21 წლის გორელმა ახალგაზრდა ბიჭმა ყველაფერი გააკეთა, შეუძლებელი შეძლო...მაგრამ მსაჯების დამსახურებით მან ვერ აიღო ოქროს მეედალი, მაგრამ მისთვის ეს იყო პირველი ადგილი, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა ის უსამართლობა რაც მის მიმართ ჩაიდინეს.ასეთი მაგალითები სამწუხაროდ ოლიმპიადაზე ქართველებისადმი მრავლად იყო...სამწუხაროა როდესაც სპორტსმენს მსაჯი უსამართლოდ სჩაგრავს და აკარგვინებს ტიტულს, ეს ყოველივე დაინახეს დარბაზში მსხდომმა საზოგადოებამ და გააპროტესტეს მსაჯების ეს გადაწყვეტილება, თვით რუსულ საიტებზეც კი რუსები წერენ, რომ რუსს ოქრო აჩუქეს!...


ეს ამბავი მაინც სასიხარულოა, რომ მან მოიპოვა ვერცხლი და კიდევ ერთი მედალი შემატა საქართველოს ნაკრებს, მივულოცოთ ლადოს ეს წარმატება!და ვუსურვოთ მომავალი ოლიმპიადის ოქროთი დამთავრება.

2
202
4-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
202
  
2012, 10 აგვისტო, 23:53
მართალი ხარ...თან მაგრა დაგვჩაგრეს
2012, 10 აგვისტო, 23:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2