ცომეული ჰაეროვანი პასკა თხევადი ცომით 2020, 7 აპრილი, 10:34 ინგრედიენტები: კვერვხი — 3 ცალი შაქარი — 7-8 ს. კ. კარაქი (დარბილებული) — 50 გრ. რძე — 170 მლ. მარილი — 0, 5 ჩ.კ. ვანილინი — 1 გრ. ფქვილი — 400 г სწრაფად ხსნადი საფუარი — 2, 5 ჩ. კ. ქიშმიში ან ცუკატები — 100 გრ. მომზადება: I. გარეცხეთ და მდუღარე წყალი დაასხით ქიშმიშს > როდესაც წყალი გაცივდება, ქიშმიში ამოწურეთ და რამოდენიმე კოვზ ფქვილში აურიეთ. II. ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და ვანილინი > დაამატეთ შაქარი და ისევ ათქვიფეთ > დაამატეთ კარაქი, რძე და კარგად ათქვიფეთ. III. საფუარი შეურიეთ ფქვილს > დაამატეთ ცომის მასას > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. IV. დაამატეთ ქიშმიში ან ცუკატები (შეგიძლიათ ორივე დაამატოთ, მაგ., 50 გრ. ქიშმიში და 50 გრ. ცუკატი) > მოურიეთ კოვზით. V. ჩადეთ თასი პოლიეთილენის პარკში და დადგით თბილ ადგილზე > როდესაც ცომი ამოვა (უნდა გაორმაგდეს), შეგიძლიათ გამოაცხოთ. VI. ცომი პასკის საცხობ ფორმებში კოვზით გაანაწილეთ. მისი სიმაღლე ფორმის სიმაღლის მესამედს არ უნდა აღემატებოდეს. VII. გააჩერეთ ასე ცოტა ხანს, რომ ამოვიდეს > შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით და როდესაც ცომი იქაც ამოვა, ტემპერატურას 180 გრადუსამდე შეამცირეთ. VIII. პასკის თავი კარგად რომ შეწითლდება, დანა ჩაურჭეთ, რომ სიღრმეში შეამოწმოთ, გამოცხვა, თუ არა. თუ დანა მშრალი ამოვა, მაშინ გამოიღეთ – უკვე მზად იქნება. რეცეპტში მოცემული მასალით, 1 დიდი ან 2 პატარა პასკა გამოდის. არხის სხვა სიახლეები:
1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები 2. «უკვდავების» ელექსირი – ნატურალური ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად 3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში 4. მსოფლიოს 5 ქვეყანა, სადაც კატებს ჭამენ 5. 25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ 887 6-ს მოსწონს
|