x
image
მარიამ პირველი
სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთათვის
image




ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან :




მოყვასს შეიძლება არა მარტო სიტყვით, არამედ კილოთიც შეიძლება ვაწყენინოთ, მისთვის ნათქვამი გულთბილი სიტყვებით კი სულიერ განძს დავაგროვებთ. ამიტომ სასურველია, საკუთარი თავი მოყვასის პატივისცემასა და სიყვარულს მივაჩვიოთ.




ნუ წამოვაძახებთ ურჩებს მათ არასწორ ქცევას, თორემ მხოლოდ გაღიზიანება შეგვრჩება ხელთ. ამ დროს, უმჯობესია, ვილოცოთ, რათა ღმერთმა ისინი შეაგონოს, ხოლო ჩვენ განკითხვისგან დაგვიცვას. განმკითხველი უფლისგან თავადვე განიკითხება .




ყოველგვარი იძულება, თუნდაც სიკეთის ქმნის მიზნით ჩადენილი, მიუღებელია ეკლესიისთვის, რადგან ადამიანისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, პირიქით აღიზიანებს მას და ასასტიკებს. სიკეთე, ძალდატანებით გაკეთებული, არ არის ქრისტიანული სათნოება.





საკუთარი ტავის შეცნობა ცოდვებისგან გვიცავს – აი ესაა უმთავრესი მცნება, მის გარეშე ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს . ტყუილად კი არ ამბობენ ბერები, “შეიცან თავი შენი და შეიცნობ ღმერთს-ო." ამიტომ დაუკვირდი საკუთარ აზრებსა და გულისთქმებს.




ჭეშმარიტი სინანული არის არა მხოლოდ ის, რომ სულიერი მოძღვრის წინაშე გულახდილად ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, არამედ ისიც, რომ აღარ გავიმეოროთ ისინი . და არა მარტო აღარ გავიმეოროთ, არამედ შემუსვრილი გულით ვნანობდეთ ადრე ჩდენილ ცოდვათა გამო. და არა მარტო ვნანობდეთ, არამედ ისინი საქმით – სინანულის ღვაწლით გამოვისყიდოთ, თანაც ისეთი ღვაწლით, რომელიც არამცთუ უტოლდება, არამედ აღემატება კიდეც ჩადენილ ცოდვებს.




ბევრ ადამიანს ვიცნობ, ამბობდა იოანე ოქროპირი, საკუთარ ცოდვათა გამო რომ ტირიან, მაგრამ სიკეთის ნიშანწყალი აფრ გააჩნიათ: მარხულობენ, თუმცა, მევახშეთა მსგავსად, ფულს დაჰხარბებიან : მძვინვარე მხეცებივით მრისხანებენ და მოყვასზე კეთილის თქმაზე მეტად ავის თქმა უყვართ. ეს სინანული არ არის. თუ ვმარხულობთ და იმავდროულად ამპარტავანნი, ბოროტები და ცილისმწამებლები ვართ, ასეთი მარხვით არამცთუ სარგებელს ვერ მივიღებთ, არამედ ვავნებთ კიდეც საკუთარ თავს.




მოწყალება სიყვარულის დედაა, სიყვარულისა, რომელიც გამოარჩევს ქრისტიანებს, აღემატება ყველა სასწაულს და არის ქრისტეს მოწაფის ნიშანი.




მონანულ ცოდვილს ძველი ცოდვების გახსენებისას დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს, რათა ამ გახსენებამ გულის შემუსვრილობისა და სინანულის ნაცვლად მასში ვნებათა ტკბობა არ გამოიწვიოს.



შენს თავს წესად დაუდე, რომ იმ ადამიანისთვის, ვინც განიკითხე, იმავე დღეს სამი მეტანია მაინც აღასრულო. თან ილოცე : “აცხოვენე, უფალო, და შეიწყალე (სახელი) და მისი ლოცვით მე, ცოდვილიც, შემიწყალე!" გჯეროდეს თუ ასე მოიქცევი ღმერთი შეგეწევა და ამ ცოდვას მთლიანად განეშორები.




ზიარების დღეეებში უნდა განვერიდოტ ამქვეყნიურ საზრუნავს, რათა ჩვენს ცოდვებზე დავფიქრდეთ, შევინანოთ უფლის წინაშე და გულწრფელი აღსარებისთვის მოვემზადოთ. ეს დღეები მარხვაში, ტაძარში სიარულსა და წმინდა წერილის კითხვაში უნდა გავატაროთ, მოწყალების საქმეებს, ავადმყოფთა დახმარებას, მწუხარებაში მყოფთა და გლახაკთა მონახულებას მივუძღვნათ.




თუკი სიმდაბლე გსურს, ნუ იქნები ერთთან მშვიდი და მეორესთან კადნიერი, არამედ ყველასთან მშვიდი იყავი, მეგობარი იქნება თუ მტერი, დიდი თუ მცირე.




ზიარების წმინდა საიდუმლოსთან მიახლების შემდეგ მოვერიდოთ უქმად მეტყველებასა და უჯერო ხუმრობა-სიცილს, ასევე უწმინდურ ოცნებებს. სამაგიეროდ ვეცადოთ, წმინდა წერილი და მამათა ცხოვრებანი ვიკითხოთ.




დაიცავი გონება, რადგან [უკეთური] აზრები, ოცნება, გულის გატაცება წარმოსახვით, – ცოდვიანი ნაგავია, ეშმაკების მიერ სულში ჩაყრილი.




მამებმა თქვეს, რომ ადამიანი შეიძენს ღვთის შიშს, თუკი ექნება სიკვდილისა და ტანჯვის ხსოვნა, თუკი ყოველ საღამოს გამოიკვლევს საკუთარ თავს – როგორ გაატარა დღე, და ყოველ დილით – როგორ გაიარა ღამემ, თუკი ურთიერთობაში არ იქნება კადნიერი, და ბოლოს, თუკი ახლო ურთიერთობა ექნება ღვთისმოშიშ ადამიანთან

0
238
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0