x
image
მანჩო 777
უიმედო ავადმყოფების პალატაში ორნი იწვნენ - ხუთიოდე წლის გოგონა და 45 წლის ქალი...
იაფფასიანი საავადმყოფოს უიმედო ავადმყოფების განყოფილების ერთ-ერთ პალატაში ორნი იწვნენ: ორმოცდახუთი წლის ქალი და ხუთიოდე წლის გოგონა. გოგონას თავის ტვინის მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა.

ბავშვი ობოლი იყო და ის ორიოდე დღის წინ მოიყვანეს ბავშვთა სახლიდან. როცა ბავშვთა სახლის თანამშრომლებისათვის უკვე აუტანელი გახდა მისი კვნესა, ყვირილი და ტირილი, გადაწყვიტეს ის საავადმყოფოში წაეყვანათ და ექიმებისთვის ეჩვენებინათ (აღმზრდელები ფიქრობდნენ, რომ გოგონა ყველაფერს იგონებდა და არ სჯეროდათ, რომ ის მართლაც ავად იყო). ის იაფფასიან, უბრალო საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ძირითადად მარტოხელებსა და ობლებს მკურნალობდნენ და ბედის ანაბარად დატოვეს. ბავშვს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და დააწვინეს პალატაში, რომელშიც, როგორც წესი, ათავსებდნენ უიმედო ავადმყოფებს, რომელთაც სიცოცხლის ბოლო დღეებიღა ჰქონდათ დარჩენილი.



image



ექიმების ვარაუდით, გოგონას ბევრი დრო აღარ დარჩენოდა. მისი დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, კიდევ ორიოდე კვირას შეიძლებოდა ეცოცხლა. ის აპარატზე იყო შეერთებული და მხოლოდ მისი წყალობით აგრძელებდა სიცოცხლეს. სწორედ ამ დროს დააწვინეს მის პალატაში ერთი პაციენტი- 45 წლის ქალი, რომელიც პროგრესირებადი ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული. ექიმები მასაც უიმედო ავადმყოფად მიიჩნევდნენ. ამ ქალსაც არ ჰყავდა არავინ, არ ჰქონდა საკუთარი ოჯახი და შვილები, თუმცა ...


როცა ქალი ახალგაზრდა და ლამაზი იყო, მას საქმრო ჰყავდა, რომლისგანაც დაფეხმძიმდა. ახალგაზრდა მამაკაცმა არ მოისურვა მამობა, რადგან ის-ის იყო დაწყებული კარიერის აწყობაში ბავშვი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ხელს შეუშლიდა. მან წინადადება მისცა ახალაზრდა ქალს აბორტი გაეკეთებინა. აბორტი სისხლდენით, საშვილოსნოს ამოღებით და უნაყოფობით დასრულდა. ქალმა ვერ აპატია მამაკაცს ის, რომ დედობის უნარი სამუდამოდ წაართვა და მალე დაშორდა. არც საქმროს გამოუჩენია დიდი ინიციატივა ქალის შესანარჩუნებლად.

ახალგაზრდა ქალს მალე ერთადერთი იმედი-დედა გარდაეცვალა, მამამ ის ჯერ კიდევ მცირე ასაკში მიატოვა... და-ძმა მას არასოდეს ჰყოლია. ჰოდა ასე მივიდა ის 45 წლის ასაკამდე-დაჭრილი სულით, მარტოსული და ეული... ნელ-ნელა შეიძულა ყველა ფეხმძიმე და ჩვილბავშვიანი ქალი, მერე ბავშვები შეძულდა, საბოლოოდ კი-მთელი სამყარო. ქალი ბევრს ეწეოდა, ალბათ დარდების გასაქარვებლად... და აი, ახლა ის უიმედო ავადმყოფია და უპატრონოდაა მიგდებული "უიმედო" ავადმყოფებისათვის განკუთვნილ პალატაში ვიღაც უცხო პატარა გოგონასთან ერთად, რომელიც გულს უღრღნის და ნერვებს უშლის გამუდმებული ტირილით, კვნესით და ოხვრით. გოგონა ქალს საშინლად აღიზიანებდა, რადგან მან დიდი ხანია აღარ იცოდა, რაა სიბრალული და თანაგრძნობა.. მას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი არ ებრალებოდა.

პალატაში მათი ერთობლივი თანაცხოვრების მეორე დღეს გოგონამ კვნესას უმატა. ის გამუდმებით ეძახდა დედას, არც ტკივილგამაყუჩებელი შველოდა და არც საძილე საშუალებები. მისი ტირილი გულს უფლეთდა ქალს და წარსულ ჭრილობებს ახსენებდა.

"- ამის მოთმენა აღარ შემიძლია... ღმერთო, რა დაგიშავე, რომ წყნარად სიკდილსაც არ მაცლი. ამ მომაკვდავმა ბავშვმა და მისმა წუწუნმა უნდა მომიწამლოს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები? ამ პალატიდან არავინ გადამიყვანს... მეც ხომ უიმედო ავადმყოფი ვარ... არა, ამას ვერ მოვითმენ, ვერ შევეგუები", - ქალმა ლოგინიდან წამოდგომა დააპირა, მაგრამ ისეთი ძლიერი შეტევა დაეწყო, რომ ტკივილისაგან გონება დაკარგა.

ღამით, როცა ქალი გონს მოვიდა და ტკივილებმაც გადაუარა, ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა გამოერთო ის აპარატი, რომელზეც ის და მომაკვდავი გოგონა იყვნენ შეერთებული და რომლითაც მათ სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. ქალი ფიქრობდა, რომ ბავშვსაც და თავის თავსაც ისხნიდა ამ საშინელი წამებისაგან, რომელსაც ისინი განიცდიდნენ. მან თავს ძალა დაატანა, ფეხზე წამოდგა და გოგონას საწოლთან მივიდა. ბავშვი მძიმედ სუნთქავდა და დაბალი ხმით კვნესოდა. ქალი დაიხარა და აპარატის გამოსართავად წაიღო ხელი. ის ის იყო ბავშვის სიცოცხლის ძაფი უნდა გაეწყვიტა, რომ უეცრად გოგონამ თვალები გაახილა, ქალს შეხედა და უკანასკნელი სამი დღის მანძილზე პირველად დაილაპარაკა:

"- დედა, დედიკო, შენ მოხვედი, რა კარგია, რომ დამიბრუნდი", - ბავშვმა ხელები მოხვია მისკენ დახრილ, მომხდარით შეძრულ ქალს და მშვიდად, ყოველგვარი კვნესის და შფოთვის გარეშე დაიძინა.

ქალი ადგილზე გაიყინა. მას ერთი ხელი ჯერ კიდევ აპარატისკენ ჰქონდა გაწვდილი, გოგონას ხელები კისრეზე შემოხვეოდა და ამიტომ ვერ ინძრეოდა. მისთვის ძალიან უხერხული და დამღლელი იყო ამ მდგომარეობაში დგომა, ფეხები დაუსივდა, ხელები დაეღალა, მაგრამ იმის შიშით, რომ ბავშვი არ გაეღვიძებინა, უძრავად იდგა გოგონას საწოლთან. მისი თვალებიდან ცრემლების ნიაღვარი მოდიოდა, ის ტიროდა.. წლების განმავლობაში დაგროვებული ტკივილი, სევდა და ნაღველი ერთბაშად მოაწვა გულზე და ახლა ცრემლებად იღვრებოდა უცნობი პატარას სწოლთან.

როცა ქალი უკვე იმდენად დაიღალა დგომით, რომ მიხვდა სადაცაა წაიქცეოდა, ის ფრთხილად, ისე რომ ბავშვს არ გაღვიძებოდა, ჩამოჯდა საწოლზე და გოგონას გვერდით მიუწვა. ბავშვს ისე ჰქონდა ხელები მოხვეული კისერზე, გეგონებოდათ, აღარასოდეს გაუშვებსო. ქალმა მოძებნა შესაფერისი პოზიცია, რომ ეს ყველა სადენი, მილი თუ კათეტერი ფრთხილად დაელაგებინა საწოლზე და მალე თვითონაც ჩაეძინა.

ქალი ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ გააღვიძა. საწოლზე გოგონა წამომჯდარიყო და გაოცებული თვალებით უმზერდა მას. როცა ქალმა თვალი გაახილა, ბავშვმა მთელი სერიოზულობთ ჰკითხა მას: -დედიკო, რა კარგია, რომ მოხვედი, სად იყავი ამდენ ხანს?

ქალმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა და უპასუხა:- შვილო, ხომ იცი, შენი დედიკო რამდენს მუშაობს. სამაგიეროდ, ახლა სულ შენთან ვიქნები.

გოგონამ გაიღიმა და ქალს მკერდზე ისე მიეკრა, თითქოს ეშინოდა არავის წაერთმია ახლად ნაპოვნი დედა.

- ვიცოდი, ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. ისინი მე მატყუებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ დედა არ მყავს, მაგრამ მე არასოდეს მჯეროდა მათი. ვიცოდი, რომ მიპოვიდი.. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ მე მალე მოვკვდები, მაგრამ ეს ასე არაა. ხომ ვიცოცხლებ, მითხარი, დედიკო. მე ხომ დიდხანს ვიცოცხლებ?-ბუტბუტებდა ბავშვი და ქალის მკერდს ეკვროდა. ქალი ბავშვს ამშვიდებდა, თუმცა გულის სიღრმეში მწარედ ფიქრობდა, რომ სიკვდილი სულ ახლოს იყოს ჩასაფრებული და ორივე მათგანის დღეები დათვლილი იყო.

გოგონა წამით დადუმდა... ძლიერმა ტკივილმა მას კვლავ შეახსენა თავი-მტანჯველმა და ულმობელმა. პატარამ სცადა თავი შეეკავებინა და "დედისთვის" არ ეგრძნობინებინა, რომ საშინელი ტკივილი ტანჯავდა, თუმცა ქალმა კარგად იცოდა, რა არაადამიანური ტანჯვა ახლავს ამ საშინელ დაავადებას. ტკივილის შეტევები მისთვისაც არ იყო უცხო.

–საყვარელო, მოდი, დაწექი. ეცადე დაიძინო. მე ჩაგეხუტები და ერთად დავისვენოთ, -ალერსით უთხრა ქალმა ბავშვს.

-კარგი, დედიკო, დავწვები. მაგრამ თვალებს არ დავხუჭავ. სულ მინდა გიყურო-შენ ხომ ასეთი ლამაზი და კარგი ხარ.

გოგონა დაწვა, ქალს ორივე ხელები მოხვია-რამდენადაც მას საშუალებას აძლევდა ის სადენები და მილაკები, რომლითაც აპარატზე იყო მიერთებული. ის ღიმილით უყურებდა ახალგამომცხვარ "დედას" და არ იმჩნევდა, თუ როგორ გლეჯდა საშინელი ტკივილი მის თავს შიგნიდან. ამის შემჩნევა გოგონას მაგრად დაჭერილი კბილებით შეიძლებოდა. ბავშვი ყბებს მაგრად უჭერდა და ტკივილით გამოწვეულ კვნესას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. ასე დაეძინა პატარას: მაგრად დამუწული პირითა და ნაძალადევად მომღიმარი სახით.

შუაღამისას გოგონას კრიზისი დაეწყო. მოვიდნენ ექიმები, მწუხარედ გადააქნიეს თავი და მხრები აიჩეჩეს იმის ნიშნად, რომ აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ. ბავშვი ბოდავდა, დედას ეძახდა და გონზე ვერ მოდიოდა. ქალი მის გვერდით იჯდა საწოლზე, მისი პატარა, გამხდარი ხელი თავის ხელში ეჭირა და მწუხარედ უცქერდა, როგორ ითვლიდა პატარა სიცოცხლის უკანასკნელ წამებს. მისმა ყველა ტკივილმა და განსაცდელმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. მის სულში დედობრივმა გრძნობამ გაიღვიძა და მთელი თავისი გრძნობა, მთელი სიყვარული, მთელი დარჩენილი სიცოცხლე უნდოდა მხოლოდ და მხოლოდ მისთვის-ამ პატარა, უღონო არსებისათვის მიეძღვნა. ქალი გოგონას თვალს არ აცილებდა და თავისთვის ფიქრობდა: -ღმერთო, რა ლამაზია ის... ლამაზი და უსუსური, როგორი საბრალო და ამასთანავე ძლიერი. ღმერთო, გადააარჩინე ის, - ბუტბუტებდა ქალი.

ქალი ეცადა, რომელიმე ლოცვა წარმოეთქვა, მაგრამ მისმა ტვინმა ვერცერთი ლოცვა ვერ გაიხსენა. რაში სჭირდებოდა მას ლოცვა, ასეთ მარტოსულსა და ცხოვრების მიზანდაკარგულს... და ქალმა დაიწყო ღმერთთან საუბარი თავისი სიტყვებით, პატიებას თხოვდა მას და ეხვეწობოდა გადაერჩინა ეს პატარა არსება, რომელიც ჯერ კიდევ სამიოდე დღის წინ მისთვის სრულიად უცხო იყო, ახლა კი საოცრად ახლობელი და შინაური გამხდარიყო.

ამ ფიქრებსა და განცდებში ქალს ჩაეძინა.

გათენდა. ქალმა თვალები გაახილა და ბავშვისაკენ გაიხედა. გოგონა არ კვნესოდა, არც ოხრავდა, არც ინძრეოდა... ქალმა ჩათვალა, რომ ის გარდაიცვალა და იმის მაგივრად, რომ საყვედური დასცდენოდა ღმერთის მისამართით, პირიქით, მადლობა შესწირა მას, რომ გოგონა იხსნა საშინელი ტანჯვისაგან. ქალი უცქერდა ბავშვის მშვიდ და ფერმკრთალ სახეს, ასე ნაცნობსა და ამავე დროს უცხოსა და შორეულს.

უცებ გოგონამ თვალები გაახილა და დაილაპარაკა: -დედიკო, სასწრაფოდ მჭირდება სახატავი რვეული და ფანქრები. რაღაც უნდა დავხატო.

ქალი სიხარულისაგან ადგილზე შეხტა:- ჩემი შვილი, ჩემი გოგონა ცოცხალია... სიხარული, რომელიც მის გულს მოაწვა, იმდენად დიდი იყო, რომ ემოცია ქალის სხეულმა ვეღარ დაიტია და გარეთ ცდილობდა გამოხეთქვას. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველი ტკივილი მის მკერდს წიწკნიდა და ნორმალური სუნთქვის საშუალებას არ ძლევდა, ქალი ტკივილს უკვე ყურადღებას არ აქცევდა და ისიც კი დაავიწყდა, რომ სიცოცხლის რამდენიმე კვირა, ან სულაც დღე დარჩენოდა. - რა დროს ტკივილზე ფიქრია, როცა ჩემ გოგონას სახატავი რვეული და ფანქრები უნდა, - ფიქრობდა ის.

ქალმა ექთანს დაუძახა, ფული მისცა და სთხოვა გოგონასთვის ფანქრები და სახატავი რვეული ეყიდა. ბავშვი სიხარულით შეუდგა ხატვას. ქალი გაოცდა, როცა მისი პირველი ნახატი ნახა: გოგონას დიდი ხნის უნახავი და ასე ძალიან მონატრებული დედა დაეხატა. ქალი გაოგნდა, როცა ბავშვის ნახატში საკუთარი თავი ამოიცნო.

გავიდა სამი დღე. ექიმების გასაოცრად გოგონას გამოკეთება დაეწყო და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მის პალატაში მწოლიარე, ფილტვის სიმსივნით დაავადებული ქალიც შედარებით უკეთესად გრძნობდა თავს.

ერთხელ ქალმა გოგონას უთხრა: -შვილო, ნებას მრთავ, რომ ორიოდე საათით სამსახურში წავიდე? - რა თქმა უნდა, დედიკო, მაგრამ მალე დაბრუნდი, გთხოვ!

ქალმა ექიმს ნებართვა სთხოვა, რომ ორიოდე საათით სახლში გაეშვა. საავადმყოფოდან გამოვიდა, ტაქსი დაიჭირა და თავის ბინაში წავიდა. მან მეზობელს სთხოვა, დამლაგებელი მოეყვანა, რომ მისი მტვრიანი და არეული ბინა დაელაგებინა, შემდეგ ყვავილების მაღაზიაში წავიდა და რამდენიმე ქოთანი ოთახის ყვავილი იყიდა. მეზობლის ქალს სხოვა, ხშირად მოერწყა ყვავილები, რათა საავადმყოფოდან გამოწერის დროს ისინი უფრო გალამაზებული და გადაფურჩქნული დახვედროდა. ქალს უკვე უეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში, რომ თვითონ და მისი გოგონაც მშვიდობიანად გამოეწერებოდნენ საავადმყოფოდან.

გავიდა ორი კვირა. უიმედო პალატის პაციენტები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და უფრო მეტიც, გაცილებით კარგად გრძნობდნენ თავს. ექიმებმა მათ ტომოგრაფია გადაუღეს და ანალიზები ჩაუტარეს. ისინი გაოცებული იყვნენ იმით, რომ ეს ორი პაციენტი არ ემორჩილებოდა მათ მიერ დაწერილ კანონს და ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. რენტგენმა და ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ სიმსივნე გოგონას თავში არაჩვეულებრივი სისწრაფით იკლებდა ზომაში და მეტასტაზებიც შესამჩნევად იყო შემცირებული. ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ. მათ ვერ გაეგოთ, რა სასწაულთან ჰქონდათ საქმე. საოცარი იყო ის, რომ ზუსტად იგივე ხდებოდა ქალის ორგანიზმშიც-მეტასტაზები გეომეტრიული პროგრესიით მცირდებოდა.

გავიდა კიდევ ორი კვირა: ხელმეორე რენტგენოგრაფიამ და ანალიზებმა ორივე პაციენტის სხეულში გასაოცარი სურათი აჩვენა - სიმსივნე უკვალოდ გამქრალიყო, მეტასტაზებიც არსად ჩანდა. ორივე პაციენტი სრულიად განიკურნა... მომხდარი სასწაულით განცვიფრებულმა ექიმებმა ორივე მათგანი სახლში გაწერეს, რადგან მათი პალატა უკვე სხვა ავადმყოფებისათვის სჭირდებოდათ.

ალბათ არაა საჭირო იმის თქმა, რომ ქალი ახლად შეძენილ ქალიშვილს ბავშვთა სახლში დასაბრუნებლად აღარ გაიმეტებდა და რომ ამ ორ ადამიანს ამის შემდეგ ვერავითარი ძალა ვეღარ დააშორებდა.

8
898
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
898
  
2020, 7 აპრილი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 აპრილი, 17:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 აპრილი, 2:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 აპრილი, 20:00
ათეისტობა იმას არ ნიშნავს, რომ გული არ გაქვთ...ვისაც გული აქვს და გრძნობები გააჩნია, ყველას მოეწონება ასეთი ამბავი, თუნდაც გამოგონებული.
2020, 5 აპრილი, 19:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 აპრილი, 17:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 აპრილი, 15:13
ჰო..ვინ იცის, იქნებ ასეთი რამ მართლაც ხდება ცხოვრებაში :(
2020, 5 აპრილი, 14:47
გულისამაჩუყებელი ისტორიაა.
0 1 8