მუსიკა "მარად 27-იანელთა კლუბი" - 27 წლის ასაკში გარდაცვლილი ცნობილი მუსიკოსები 2020, 2 აპრილი, 23:32 ჯიმ მორისონი, ამერიკული ყველაზე პოპულარული ჯგუფ THE DOORS-ის ლიდერი "მარად 27-იანელთა კლუბი"- ეს არის კლუბი, რომლის ქვეშაც აერთიანებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუსიკოს-შემსრულებლებს რომლებიც თავის კარიერის პიკზე, ძირითადად ნარკოტიკის მოხმარების შედეგად 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. 27 წლიანთა ცნობილი კლუბის სია ასე გამოიყურება: 1. ჯიმ მორისონი, ამერიკული ყველაზე პოპულარული ჯგუფ THE DOORS-ის ლიდერი, სოლისტი, სიმღერების შემსრულებელი, პოეტი, ვოკალისტი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული როკ-მუსიკოსი, გარდაიცვალა 3 ივლისს 1971წ. გარდაიცვალა - 27წ. და 207 დღის. 2. ჯიმი ჰენდრიქსი, ამერიკელი ელექტრო გიტარისტი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, მომღერალი და ჯგუფ The Jimi Hendrix Experience ლიდერი. ითვლება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და საუკეთესო როკ-გიტარისტად. გარდაიცვალა 18 სექტემბერს, 1970წ. - გარდაიცვალა 27წ. და 295 დღის. 3. ჯენის ჯოპლინი, ამერიკელი როკ მუსიკოსი ქალი, ცნობილია როგორც, ბლუზის ყველაზე წამყვანი თეთრკანიანი ქალი მომღერალი. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ვოკალისტად და აღიარებულია 60-იანი წლების, ათწლეულის საუკეთესო ვოკალისტ როკ-მუსიკოსად. გარდაიცვალა 4 ოქტომბერს 1970წ. - გარდაიცვალა 27წ. და 258 დღის. 4. ბრაიან ჯონსი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისური ჯგუფის The Rolling Stones დამაარსებელი და გიტარისტი, მულტი-ინსტრუმენტალისტი. დაიხრჩო ბასეინში 3 ივლისს 1969წ. - 27წ. და 125 დღის. 5. კურტ კობეინი, წამყვანი მომღერალი, გიტარისტი, ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და ჯგუფის Nirvana ლიდერი. თავი მოიკლა, 5 აპრილს 1994წ. - გარდაიცვალა 27წ. და 44 დღის. 6. რიჩი ედვარდსი, ჯგუფის Manic Street Preachers-ის გიტარისტი. უგზოუკვლოდ გაუჩინარდა 1 თებერვალს 1995წ. - გარდაიცვალა 27წ. და 41 დღის. 7. ემი უაინჰაუსი, ინგლისელი მომღერალი ქალი, მუსიკალური პრემიის გრემის 6 გზის მფლობელი. გარდაიცვალა 23 ივლისს 2011წ. - გარდაიცვალა 27წ. და 312 დღის. 95 2-ს მოსწონს |