x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იტალიის მხარდასაჭერად: სტრომბოლი — ყველაზე მიმზიდველი კუნძული დედამიწაზე

COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად იტალია დაზარალდა და თუ ევროპაში მოგზაურობას და დასვენებას გეგმავთ და ქვეყანაზე არჩევანი ჯერ არ გაგიკეთებიათ, ეწვიეთ იტალიას — დღეს, ამ ქვეყანას დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება.

სტრომბოლი (სიც. Struògnuli) — სიცილიის ჩრდ–ით, ტირენიის ზღვაში მდებარე ულამაზესი ვულკანური კუნძულია, რომელზეც მხოლოდ 3 სოფელის ტიპის დასახლება მდებარეობს. არ არის აეროპორტი და ავტომობილებიც კი არ არის! მიუხედავად ამისა, ის ევროპაში მოგზაურებისთვის, ყველაზე მიმზიდველი ადგილია და იცით რატომ? — მასზე მუდმივად მოქმედი, აქტიური ვულკანი მდებარეობს. იქ ვიზიტის შემდეგ, შეგეძლებათ თქმა, რომ ნამდვილი ვულკანის ამოფრქვევა გინახავთ და მტკიცებულების სახით, ვულკანის ფონზე გადაღებულ ფოტოს აჩვენებთ.


image


სტრომბოლი — დაბალი (ზღვის დონიდან 926 მეტრზე მდებარეობს), მაგრამ მეტად უჩვეულო ვულკანია. ის, ფაქტიურად, უკანასკნელი 20 ათასი წლის მანძილზე, გამუდმებით აქტიურია, ხასიათდება ლავის მცირე და ზომიერი ამოფრქვევებით: კრატერის მწვერვალზე, რამდენიმე წუთიდან — 1 სთ–ს ინტენსივობით (საშუალოდ, 15−20 წთ.), ვულკანი აქტიურდება და ამოფრქვევა, ჩვეულებრივ, რამდენიმე წამს გრძელდება. ამ დროს, ატმოსფეროში, ვულკანური ბომბების ატყორცნის სიმაღლე, რამდენიმე ათეული მეტრიდან — ას მეტრამდე მერყეობს. თუმცა, უფრო ინტენსიური ამოფრქვევებიც ყოფილა!


image


მათ შორის, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ამოფრქვევა 1930 წელს მოხდა. მაშინ ვულკანს ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო ამოფრქვევებიდან კი, ყველაზე დიდი 2009 წლის 13 აპრილს იყო, ხოლო გასული წლის აგვისტოში, როდესაც კუნძულზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა, აფეთქების ხმა გაისმა, რომელსაც კრატერიდან ფერფლის ამოფრქვევა ერთვოდა. მაშინ გააქტიურებულმა ვულკანამ დიდი პანიკა გამოიწვია და ტურისტებმა კუნძული სასწრაფოდ დატოვეს (კუნძულზე უსაფრთხოების ზომები დაცულია და ყველაფერია იმისთვის, რომ საფრთხის შემთხვევაში, როგორც ტურისტების, ისე მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდეს).


image


სტრომბოლზე, დაახლოებით 800–მდე ადამიანი ცხოვრობს და ისინი სიცილიელებად ითვლებიან. ხოლო, სან–ვინჩენცო (3 დასახლების პუნქტიდან ერთ–ერთი) იმის გამო, რომ იქ ეკლესია, სამზერი მოედანი, კაფე–ბარი და ვულკანის მუზეუმი არის, – ქალაქად ითვლება. ხოლო, სან–ვინჩენცოს მთავარ ღირშესანიშნაობას, სკარის ცნობილი პლაჟი წარმოადგენს, — რომლის სანაპირო კენჭოვანი და ვულკანური შავი ქვიშით არის დაფარული. ხოლო, მასზე მიღებული რუჯი, ფერის განსაკუთრებული ტონალობით გამოირჩევა!


image


რაც შეეხება სხვა დასახლებებს, არქიტექტურა და სოციალური ატმოსფერო, თითქმის, ერთნაირია: პატარა თეთრი სახლები, ვიწრო ქუჩები, სტუმართმოყვარე მოსახლეობა, რომელიც ერთ დიდ და მეგობრულ ოჯახს წარმოადგენს.

BBC-იმ, ამ უჩვეულო კუნძულის შესახებ, ფილმიც კი გადაიღო, რომელსაც ქვევით გთავაზობთ:



imageimage

არხის სხვა სიახლეები:

image

მეცნიერებმა COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მიზეზი დაადგინეს

ვერცხლი – ვირუსის წინააღმდეგ (10 საინტერესო ფაქტი)

როდის და რა შედეგით დასრულდება პანდემია image

0
384
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0