საბუნებისმეტყველო როდის და რა შედეგით დასრულდება პანდემია 2020, 5 მაისი, 9:23 კორონავირუსის მკურნალობის საკითხებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის პროგნოზირება, თუ როდის და რა შედეგით დასრულდება პანდემია. პოზიტიური სცენარი გასაგებია – საკარანტინო ზომებით სასურველი ეფექტის მიღება შესაძლებელია. მაგრამ, ნეგატიური შედეგისთვისაც უნდა ვიყოთ მზად.
«რატომ?» – ეს კითხვა, წლების მანძილზე, მოსვენებას არ აძლევდა მეცნიერებს. მათ, 20–იანი წლების ბოლოს, ეპიდემიის დინამიკის შესწავლის მიზნით, ვირუსის მოდელი შეიქმნეს და აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მანამდე იზარდა, ვიდრე გარკვეულ ზღვარს, – «კოლექტიურ იმუნიტეტს»* არ მიუახლოვდა. კოლექტიური (სოციალური, ჯოგური) იმუნიტეტი* – ეს საზოგადოების, ვირუსის (ნებისმიერი არსებული ინფექციის) წინააღმდეგ იმუნიტეტის მქონე, ადამიანების წილია, რომელიც უნდა მიიღწეს, რომ ვირუსის ნებისმიერი რეციდივის რისკის შეჩერება მოხდეა. ეს პროპორცია, დაავადებული ადამიანიდან – ჯანმთელელზე, ვირუსის გადადების სიმარტივეზე არის დამოკიდებული: რაც უფრო მეტად გადამდებია ვირუსი, მით უფრო მეტია იმუნიზირებულთა რიცხვი და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკიც კლებულობს. ეპიდემიოლოგების მონაცემებით, თუ დაავადებული ადამიანი, საშუალოდ, 1 ადამიანზე ნაკლებს გადასდებს ვირუსს (მაგ. 10 ინფიცირებულზე, თუ 9 ან ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდება), «ეპიდემია გაქრება». თუმცა, ეპიდემიის დასასრულად ეს არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან პანდემიის დროს, ვირუსის შესაჩერებლად, ხელისუფლების მიერ გატარებული შეზღუდვის გარკვეული ზომები, მხოლოდ დროებითი ხასიათს ატარებს და მისი გამარტივების ან გაუქმების შემთხვევაში ეპიდემია, შეიძლება, ახლიდან, უფრო დიდი ძალით იფეთქოს, ვიდრე ის სოციალურ მინიმუმს, ანუ «კოლექტიურ იმუნიტეტს» არ მიაღწევს. ხოლო, ეს პროცესი, შეიძლება, რამდენიმე თვის ან წლის მანძილზე გაიწელოს. რაც შეეხება კონკრეტულად COVID-19–ს, დაავადების გავრცელება რომ შეჩერდეს, აღნიშნული ვირუსით, მოსახლეობის 60–70% მაინც უნდა დაავადდეს. გარდა ამისა, მეცნიერები არც იმას გამორიცხავენ, რომ მომავალში, ვირუსი გარდაიქმნას და ჩვენს წინაშე ახალი სახით წარსდგეს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ სოციალური დისტანციის მკაცრად დაცვის შემთხვევაში, ის ისევე გაქრეს, როგორც 2002–2003 წლების კორონავირუსი გაქრა. ვირუსის შეჩერების კიდევ ერთი გზა – საყოველთაო ვაქცინაცია არის. მაგრამ, ვაქცინის შესაქმნელად და მის წარმოებაში ჩასაშვებად, მინიმუმ 12-18 თვე მაინც არის საჭირო. ამიტომ, დღეს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ საშუალებად, ისევ სიციალური დისტანციის დაცვა რჩება. უკვე ცნობილია, ვის არ უნდა ეშინოდეს COVID-19 –ის დასახელდა ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გადადების ყველაზე სახიფათო პერიოდი 503 2-ს მოსწონს
|