სხვა არ მიაყოლოთ საკვებს წყალი!!! 2012, 10 აგვისტო, 14:44 თითქმის ყველა ექიმი-დიეტოლოგი დაჟინებით მოითხოვს, ლუკმა დავღეჭოთ 80-ჯერ, თუ არა, 30-ჯერ მაინც. ნათელია, რომ ჭამის დროს ამის დათვლა მოსაბეზრებელია და დამღლელიც. ამიტომ ჩაყლაპვის სიგნალად უნდა იქცეს ის მომენტი, როდესაც საკვები მიაღწევს თხევად კონსისტენციას. სწრაფად რომ მიაღწიოს ამ შედეგს, ბევრი საკვებს აყოლებს წყალს, რაც ძალიან მავნეა ჯანმრთელობისთვის და უარყოფითად მოქმედებს საკვების მონელებაზე. ნერწყვის ფერმენტები ხლეჩენ სახამებელსა და ზოგიერთ ცილას, მუცინი (ყბისა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი) კი ხელს უწყობს საკვების დაგუნდავებას და საყლაპავ მილში გატარებას, ეკვრის კუჭს და ნაწლავების კედლებს, იცავს მათ კუჭისა და ნაწლავების ფერმენტების ზემოქმედებისგან. როგორც წესი, დიდი ლუკმები ცუდად მუშავდება, კუჭში ლპობადი დუღილის მიზეზი ხდება, შედეგად ქვეითდება ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების ათვისების ხარისხი. ორგანიზმი მიღებული საკვებიდან ითვისებს მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც მას სჭირდება. ამიტომ, გავითვალისწინოთ დიეტოლოგების რჩევა და ნუ მივიღებთ საკვებთან ერთად წყალს... 746 13-ს მოსწონს
|