სხვა მანამდე და შემდეგ: როგორ გამოიყურება ჩინეთი კორონავირუსის გამო ადამიანების გარეშე 2020, 29 მარტი, 19:48 "უხილავი მტრის" სახელით მონათლული კორონავირუსის დასამარცხებლად, ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმაზე მეტი აკრძალვა შემოიღო, ვიდრე ეს მხოლოდ საკარანტინო წესებით არის გათვალისწინებული, და უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომამ თავისი დადებითი შედეგი ნამდვილად გამოიღო, უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შიდა შემთხვევები თითქმის აღარ ფიქსირდება. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი COVID -19 - ით ინფიცირება 45 ადამიანს დაუდასტურდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ვირუსით ჯამში - 81 439 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 1 დღის განმავლობაში კი დაფიქსირებული 45 შემთხვევიდან 44 სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებს დაუდასტურდათ, მხოლოდ 1 კი უშუალოდ ჩინეთში მყოფ პირს. თუმცა, ზემოაღნიშნულ აკრძალვებს საპირისპირო მხარეც გააჩნია: მილიონობით ჩინელი იძულებულია სახლში დარჩეს რათა ინფექცია უნებურად ან თვითონ არ გაავრცელოს ან პირიქით, თავად არ დაინფიცირდეს. თვითიზოლაციის მკაცრი წესების შემოღებამ 1, 3 მილიარდიან ქვეყანაში არანაირი გლობალური პრობლემები, იდეალურად აწყობილი ლოჯისტიკის წყალობით არ გამოიწვია. ჩინეთის თითოეული მოქალაქე ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე იღებს. თუმცა, დამეთანხმეთ, რომ ამ მიტოვებული და დაცარიელებული ქალაქების ხილვა ერთგვარ, აპოკალიფსურ შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს.![]() კომპანია "Apple"– მა თავისი ყველა საცალო ორმოცდაორივე მაღაზია დახურა, ორი კვირის განმავლობაში მაკაოში, მსოფლიოს უდიდესი სამორინის კარებიც ყველა მსურველისთვის დაიკეტა. მუშაობა შეწყვიტა ასევე ყავახანების ერთ - ერთმა უმსხვილესმა ქსელმა –"Starbucks"- აც. შეწყდა ფრენები, დაცარიელდა მეტროც. აი, ასე გამოიყურება დღეს ჩინეთის ყველაზე ხალხმრავალი ადგილები.მაღაზია "Apple", შანხაი, 2019 წლის 29 იანვარი![]() იგივე მაღაზია, 2020 წლის 5 თებერვალი![]() სამორინე - "Grand Lisboa", მაკაო, 2019 წლის 28 სექტემბერი![]() 2020 წლის 5 თებერვალი![]() "Starbucks", შანხაი, 2018 წლის 24 თებერვალი![]() 2020 წლის 7 თებერვალი![]() ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტი, 2017 წლის 10 მარტი![]() 2020 წლის 6 თებერვალი![]() პეკინის მეტრო, 2018 წლის 25 აპრილი![]() 2020 წლის 6 თებერვალი![]() სუპერმარკეტი ჰონკონგში, 2017 წლის 17 აგვისტო![]() დაცარიელებული დახლები, 2020 წლის 6 თებერვალი![]() სავაჭრო ცენტრი ჰონკონგში, 2015 წლის 9 აგვისტო![]() 2020 წლის 6 თებერვალი![]() 153 შეფასება არ არის |