x
image
ellen murani
COVID -19 თავისით არ ვრცელდება, მას ჩვენ ვავრცელებთ



დღეს კოვიდ-19 მსოფლიოს გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო საქართველო კი ეხლა შედის აქტიურ ფაზაში, შესაბამისად ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატ ნინო ლომინაძემ თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა. რომელსაც გთავაზობთ უცვლელად


image


დღეს, როდესაც საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, როდესაც გამოჯანმრთელებული, მხოლოდ 18-ია, როდესაც ევროპა სასაკლაოს დაემსგავსა და სტატისტიკა მახინჯია, როდესაც ყველა ადამიანი ყოველდღე გადარჩენისთვის ვიბრძვით, როდესაც ცხოვრება შევაჩერეთ და საკუთარ ციხეებში (სახლებში) გამოვიკეტეთ, როდესაც სასუნთქი გზები დავიხშეთ და სხეული სპირტით დავიფარეთ, როდესაც ქუჩაში პოლიცია მაინც დადის, როდესაც პროდუქტის მაღაზიაში მაინც გვემსახურებიან, როდესაც აფთიაქში ფარმაცეპტები პირბადის მიღმა მაინც იღიმიან და წამალს გვაწვდიან, როდესაც მარნეული მკაცრ კარანტინშია, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და როცა არ ვიცით ერთმანეთს, როდის ვნახავთ!



რა ხდება ამ დროს ქუჩაში?!

მცირეწლოვანი ბავშვები, მშობლების და მეთვალყურეობის გარეშე ჯგუფებად დარბიან ქუჩაში, მოსეირნე მეგობრები, ენერგეტიკული სასხმელით ხელში, ყოველგვარი უსართხოების წესების დაცვის გარეშე გადაადგილებიან ქუჩაში, სკვერში მჯდომი შუახნის მამაკაცები, რომლებიც ლუდს მიირთმევენ და ბჭობენ ხელისუფლების უნარსა და უუნარობაზე. მივხვდი რომ არ შემდგარი საზოგადოება ვართ.
და ცხოვრებაში ასე ძალიან პირველად ვიგრძენი სიამაყე, შესაძლებლობა და წვლილი, რომ მე ყოველდღე საქართველოს მომავალს, მოსწავლეებს ვესაუბრები, ვუყვები, ვუსხნი თუ როგორ ვიყოთ საქართველოს სამაგალითო მოქალაქეები?! როგორ დავემორჩილოთ დადგენილ წესებს?! როგრ ვცეთ პატივი ჩვენ გარშემო მყოფებს?! რაშია ჩვენი პიროვნული თუ საზოგადოებრივი განვითარება?! დღეს ისე, როგროც არასდროს კარგად ჩანს, რა არის სამოქალაქო ვალდებულება და პასუხისმგებლობა?! და ჩემო #მოსწავლეებო, #მშობლებო, #მეზობლებო და უბრალოდ #მოქალაქეებო #დავრჩეთსახლში

ვირუსი თავისით არ ვრცელდება, მას ჩვენ ვავრცელებთ ჩვენივე უპასუხისმგებლობით!!! ჩვენივე დაუდევრობითა და უცოდინრობით!
დავრჩეთ სახლში!!! ეს ჩვეულებრივი ვირუსია, მაგრამ ნუ მოვკლავთ მოხუცს, ქრონიკულ დაავადების მქონე ადამიანს!!! ნუ გავავრცელებთ მას!!!

#დავრჩეთსახლში

0
53
3-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0