სიახლეები ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდები გამოყვეს 2020, 29 მარტი, 12:26 კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკაზეც ძლიერ უარყოფითად იმოქმედა. ამისთვის გათვალისწინებულ იქნა სპეციალური პაკეტები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში გამოიყენება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ტოპ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდებო გამოყვეს: აშშ- 1 ტრილიონი დოლარი აშშ-მ 1 ტრილიონი დოლარი გამოყო კორონავირუსთან საბრძოლველად. როგორც ცნობილია, ტრამპის გადაწყვეტილებით თითოეულ მოქალაქეზე 1000 დოლარია გამოყოფილი. ევროპის ცენტრალური ბანკი - 750 მილიარდი დოლარი ევროპის ცენტრალურ ბანკმა 750 მილიარდი დოლარი გამოყო ვირუსთან საბრძოლველად. ამ პაკეტით ასევე ისარგებლებს საბერძნეთი, რომელიც ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება. გერმანია - 837 მილიარდი დოლარი გერმანია ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად 750 მილიარდი დოლარი გამოყო, შემდეგ დამამტებით 137 მილიარდი კომპანიების შესანარჩუნებლად. ქვეყანა კორონოვირუსის დამარცხების შემდეგ, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დასახმარებლადაც სპეციალურ პაკეტს ამზადებს. დიდი ბრიტანეთი - 450 მილიარდი დოლარი დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი მთავრობის და სამეფო იჯახის წევრებსაც დაუდგინდა. ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლისთვის 362 მილიარდი გირვანქა გამოყო. ხოლო 2020 წლის ბოლომდე მცირე და მსხვილ კომპანიებს გადასახადები შეუჩერა. საფრანგეთი - 335 მილიარდი დოლარი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა საფრანგეთია. ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. მიღებული გადაწყვეტილებით, საფრანგეთი კორონავირუსის წინააღმდეგ 335 მილიარ დოლარიან პაკეტს გამოყოფს. ესპანეთი - 223 მილიარდი დოლარი ესპანეთის მთავრობამ ქვეყნის ბიუჯეტის 20% კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყო. ესპანეთში საკმაოდ რთული ვითარებაა. კანადა - 82 მილიარდი დოლარი კანადამ გამოყო 82 მილიარდი დოლარი. პრეზიდენტის განცხადებით, ისინი დაეხმარებიან კომპანიებს, რათა კრიზისული მდგომარეობა დაძლიონ. ერთ-ერთი პაკეტის თანახმად, ქვეყანა გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარება ფულით, საკვებით და წამლებით. იტალია - 28 მილიარდი დოლარი ევროპის ეპიცენტრიდან კარგი არაფერი ისმის. დაინფიცირებულების და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ქვეყანამ პირველადი პაკეტი დაასახელა, რომელიც 28 მილიარდ დოლარს შეადგენს. თურქეთი - 15.4 მილიარდი დოლარი თურქეთის პრეზიდენტმა კორონავირუსთან საბრძოლველად 15, 4 მილიარდი დოლარი გამოყო. პაკეტებში შედის მოქალაქეების ფინანსურად დახმარება - 1000 თურქული ლირა და გაზრდილი პენსიები მინიმუმ - 1500 თურქული ლირა. ერდოღანმა ასევე ყველა მოქალაქე გაათავისუფლა 3 თვით საბანკო კრედიტებისგან. სამხრეთ კორეა - 14.2 მილიარდი დოლარი სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსს ეფექტურად ებრძვის.გამოყოფილი ფინანსური პაკეტებს სრულიად ჯანდაცვა იყენებს. სხვა ქვეყნები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 1 ტრილიონი დოლარი პოლონეთი - 51.4 მილიარდი დოლარი ჩეხია - 40 მილიარდი დოლარი შვედეთი - 29.4 მილიარდი დოლარი ყატარი - 23 მილიარდი დოლარი შვეიცარია - 10.3 მილიარდი დოლარი #დარჩისახლშისტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<იმედი მსოფლიოს: ვუჰანში 1 კვირის შემდეგ თვითიზოლაციის პროგრამები უქმდება! 32 სასიცოცხლო რამ, რასაც კარანტინის პერიოდში სახლში ყოფნისას ისწავლით! სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში? 4 წინადადება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რობოტებს წამოსცდათ პაციენტი 31. - როგორ დააინფიცირა მხოლოდ ერთმა ადამიანმა ათასობით კორეელი? 387 5-ს მოსწონს
|