ორსულობა და ბავშვი კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა 2020, 29 მარტი, 12:24 "დღეს თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია მაქვს. გარდაცვლილებს შორის, ბოლო 24 საათში არის სახელმწიფო მოხელე, ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომელი და ახალშობილი." ჯეი პრიცკე ჯერ კიდევ მარტში ცნობილი გახდა, რომ 3 კვირის ახალშობილი, ნიუ-იორკიდან გახდა ყველაზე ახალგაზრდა დააავადებული კორონავირუსით აშშ-ში. ჩვილი რამოდენიმე დღე გადიოდა მკურნალობას საავადმყოფოში, რის შემდეგაც ის სახლში გაწერეს. ექსპერტების თქმით, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ბავშვები არ არიან დაცული კორონავირუსისგან და აუცილებელია მათი ამ სფერთხისგან განრიდება.
21 მარტს, იტალიელმა ექიმმა განაცხადა, რომ კორონავირუსი საშიშია არა მარტო მოხუცებისთვის, ასევე შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს 20-30 წლის ახალგაზრდებისათვისაც.
აშშ-ში ამ დროისთვის დაახლოებით 114 000 დაავადებულია დაფიქსირებული. 2 000-ზე მეტი გარდაიცვალა.
დღეს საქრთველოში გვყავს 90 დაინფიცირებული და 17 გამოჯანმრთელებული პირი, მათ შორის 2 ბავშვია. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება, რომ მოვეშვათ, წინ ექსპერტების თქმით მძიმე პერიოდი გველოდება, რადგან ადგილი აქვს სავარაუდოდ შიდა გადაცემას. ამიტომ, დაიცავით რეკომენდაციები.
დარჩი სახლში!179 4-ს მოსწონს
|