სხვა სილამაზის 10 უჩვეულო სტანდარტი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სექსუალურად ითვლება 2020, 28 მარტი, 17:23 ევროპული სილამაზის სტანდარტები ჩვენთვის გასაგები და ახლობელია, მაგრამ მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც ყველაფერი პირიქით ხდება: მაგალითდ, ზოგან კბილების სწორ თანკბილვას სპეციალურად "იმრუდებენ", ნაწიბურებისგან სხეულზე ორნამენტებს იხატავენ, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ გადაბმულ წარბებს სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევენ. და თუკი ვინმეს მსგავსი "ტრადიციები" უცნაურად მოეჩვენება, მაშინ ნურც ჩვენი გახვრეტილი ყურები და მოუხერხებელი, მაღალი ქუსლები დაავიწყდება.იაპონია - მრუდე კბილებიიაპონიაში, ითვლება, რომ "yaeba " - ე.წ. მრუდე კბილი სახეს უფრო სრულყოფილსა და მიმზიდველს ხდის, ამიტომ ამომავალი მზის ქვეყანაში სტომატოლოგთან ვიზიტზე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ეწერება, რათა უნებურად, ამ მოდურ ტრენდს არ ჩამორჩეს.დასავლეთ აფრიკა, ახალი გვინეა - სკარიფიკაცია (მცირე ზომის ნასერი ან ნაჩხვლეტი კანზე)ახალი გვინეასა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მკვიდრი თავიანთ სხეულს გაგიკვირდებათ და, ნაწიბურებით იმშვენებს.სამხრეთ კორეა - გულის ფორმის სახეკორეაში, სილამაზის ერთ - ერთ მთავარ ნიშანს გულის ფორმის სახე წარმოადგენს. თუ ბუნებამ ასეთი ფორმის სახით არ დაგასაჩუქრათ, მაშინ ამას მის ნაცვლად პლასტიკური ქირურგები გამოასწორებენ. კორეაში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით საგანგებოდ განთავსებულ ბანერებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ რომ უფრო "ლამაზები" გახდნენმავრიტანია - ჭარბი წონადასავლეთ აფრიკის ამ ისლამურ ქვეყანაში ჭარბი წონა ნორმად ითვლება. ვერც ერთი გოგონა მამაკაცის ყურადღებას ვერ დაიმსახურებს, თუ მას სხეულზე ცხიმის ნაკეცები არ ექნება.ირანი - ქირურგიული სახვევი სახეზეირანი - რინოპლასტიკის დედაქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურა იქ არც თუ იაფი სიამოვნებაა, მისი გაკეთების მსურველთა რიცხვი იმდენია, რომ ადამიანები იძულებულები არიან დიდი ხნით რიგშიც კი ჩადგნენ. საქმე იმაშია, რომ ირანში სწორი ცხვირი არა მხოლოდ სილამაზის ეტალონად ითვლება, არამედ საზოგადოებაში ის შესაბამისი სტატუსის მაჩვენებელიცაა.ჩინეთი, ტაილანდი - თეთრი კანიფულბეს მოსახლეობა (დასავლეთი აფრიკის ერთ - ერთი უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფი) - მაღალი შუბლიაფრიკულ ტომ ფულბეში, ქალის მთავარ ღირსებად მაღალი შუბლი ითვლება, ხოლო ისინი ვინც ბუნებამ ამით არ დააჯილდოვა, ისინი თმის ნაწილს იპარსავენ, რათა ხელოვნურად მაღალი შუბლის ილუზია შექმნან, იგივე ტენდენცია შუა საუკუნეების ევროპაშიც შეიმჩნეოდა.ბირმა - გრძელი კისერიაღმოსავლეთ ბირმის ერთ – ერთ რაიონში პადაუნგის ტომი ცხოვრობს, სადაც ქალები კისერზე გრძელ სპილენძის რგოლებს ატარებენ. ამის გამო, მთელს რეგიონს მეტსახელად - "ჟირაფი ქალების ქვეყანას" უწოდებენ.მურსიის ტომი - ჩამოწელილი ტუჩიეთიოპიის მურსიის ტომში გოგონები ქვედა ტუჩს სპეციალური დისკის საშუალებით იწელავენ. ითვლება, რომ რაც უფრო დიდია დისკის ზომა, გოგონას სოციალური სტატუსი მით უფრო მაღალია. რაც იმას ნიშნავს რომ ქორწილამდე, მისი გამოსასყიდი თანხა კიდევ უფრო მეტი იქნება.ტაჯიკეთი - გადაბმული წარბებიტაჯიკეთის რამდენიმე რაიონში, გადაბმული წარბები სილამაზის ეტალონად ითვლება. ადგილობრივების აზრით, ამ ფორმის წარბებს არც მეტი, არც ნაკლები წარმატების მოტანა შეუძლიათ.329 შეფასება არ არის |