x
image
sofio datunishvili
სასწაული გემო, სამარხვო კერძი, ბრინჯი ბულგარული და სტაფილო ერთად
image

ეს კერძი გახლავთ ძალიან გემრიელი, შეგიძლიათ გააკეთოთ გემოვნების მიხედვით, რაც მეტი ბულგარული და სტაფილო აქვს უფრო გემრიელდება, ზოგი მხოლოდ სტაფილოს უშვრება მაშ ასე შემოგთავაზებთ ძალაინ გემრიელ რეცეპტს

400გრამი ბრინჯი

3 სტაფილო


3 ბულგარული

1 ხახვი

ზეთი

მარილი

შავი წიწაკა “პილპილი“ გემოვნებით

მოვხარშოთ ბრინჯი (სურვილისამებრ რამდენიც გვინდა ) შემდეგ გადავწურავთ საწურავზე და ცივი წყალი დავასხათ,

სანამ დაიწურება, მანამდე მოვთუშავთ 1ხახვს წვრილად დაჭრილს, შეფერადებას არ დაველოდებით დავუმატებთ გახეხილ სტაფილოსა და ბულგარულ წიწაკას, მოვთუშავთ კარგად თავდახურულ ტაფაში, ეს ყველაფერი რომ მოითუშება შემდეგ მოხარშულ გადაწურილ ბრინჯს დავუმატებთ, ავურევთ ერთმანეთში გემოვნებით მოვაყრით მარილსა და “პერიცას“ .

გემრიელად მიირთვით

ავტორი: სოფიო დათუნიშვილი


1
676
1-ს მოსწონს
ავტორი:sofio datunishvili
sofio datunishvili
676
  
2020, 28 მარტი, 21:58
ხვალ გავაკეთებ. გამახსენდა ვაკეთებდი ხოლმე, გემრიელია!
0 1 1