შოუბიზნესი 9 მოულოდნელი ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ მართვენ ვარსკვლავები რეალურად სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდებს 2020, 26 მარტი, 16:22 გაინტერესებთ, ვარსკვლავები გადატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, კიდევ როგორ ახერხებენ სოციალურ ქსელებშიც პირადი გვერდების მართვას? საიდუმლო იმაზე მარტივია ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ - სელებრითებს რამდენიმე ისეთი ხრიკი აქვთ, რომლებიც მათ საკუთარი ანგარიშების მართვას საგრძნობლად უადვილებს.რასაც ხედავენ, ყველაფერს არ პოსტავენძალიან ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ ცნობილი ადამიანები, ჩვენს მსგავსად, მოდურ რესტორანში საუზმობისას ან სადილობისას ულამაზესი ინტერიერის ან გემოვნებით გაფორმებული საკვების ფოტოებს პოსტავენ. ისინი პირად გვერდებს რადიკალურად განსხვავებულად მართავენ.პირადი ასისტენტი "Instagram" - ის მართვაშიარსებობენ სპეციალური ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავების "ექაუნთებს" მართავენ და მათ ნაცვლად პუბლიკაციებსაც აქვეყნებენ. სხვათა შორის, ეს ადამიანები საკმაოდ კარგ შემოსავალსაც იღებენ, თუმცა, ისინი ვალდებულები არიან მთელი 24 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში იყვნენ. გაგიკვირდებათ და, ზოგიერთ ვარსკვლავს, რომლებსაც სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდები გააჩნიათ, ტელეფონზე შესაბამისი პროგრამებიც კი არა აქვთ. სწორედ ასეთ ვარსკვლავებს განეკუთვნება მაილი საირუსი, რომელსაც "Instagram"- ი ტელეფონზეც კი არ აქვს. ის უბრალოდ საკუთარ ფოტოებს პირად ასისტენტს უგზავნის, რომელიც თავის მხრივ, მათ ოფისიდან აქვეყნებს.ყველაფერი ჩემითთუმცა, ცნობილ სახეებს შორის ისეთებიც არიან, რომლებიც საკუთარ ანგარიშს თავად მართავენ. მაგრამ, ისინი პოსტების მხოლოდ ნაწილს ქმნიან, დანარჩენი - კი მათი დამხმარეების "შემოქმედებაა"."ვინ გადაიღო ეს ფოტო?"სელებრითების გარემოცვაში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც მათ გამუდმებით "კუდში დაჰყვებიან" და "Instagram" - თვის ეფექტურ ფოტოებს უღებენ. ეს ადამიანები ვარსკვლავებს სწორი პოზის შერჩევაში, მაკიაჟისა და თმის გასწორებაში ეხმარებიან, რაშიც შესაბამისად, გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ.რამდენიმე ფოტო ერთ ჯერზეჩვეულებრივ, ცნობილი სახეები დღეში რამდენიმე ფოტოს სხვადასხვა ტანსაცმელში იღებენ და შემდეგ უკვე მთელი კვირის განმავლობაში მათ სოციალურ ქსელში ტვირთავენ.რეკლამა ფული ღირსროგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ ჰოლივუდის ლამაზმანებიც. ვარსკვლავები ისეთ პროდუქტთან ფოტოს არასდროს გადაიღებენ, თუ მათ ამისთვის სოლიდურ თანხას არ გადაუხდიან. ასე, რომ თუკი რომელიმე სელებრითს ფოტოზე ამა თუ იმ ნაწარმთან ერთად იხილავთ, რომლის ქვეშაც კომპანიის ჰეშთეგი იქნება მითითებული, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ კონტენტი დასპონსორებულია.თითო პოსტი ნახევარი მილიონიერთი სარეკლამო პოსტის ღირებულებამ ცნობილი სელებრითების გვერდებზე შეიძლება ნახევარ მილიონ დოლარსაც კი მიაღწიოს. ამხელა თანხის მოთხოვნა მხოლოდ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს შეუძლიათ, ხოლო აი, რაც შეეხება ნაკლებად ცნობილ სახეებს, ისინი იძულებულები არიან ბევრად უფრო მოკრძალებულ თანხას (20 ათას დოლარამდე) დასჯერდნენ.ფოტოშოპივარსკვლავები თითქმის ყველა ფოტოს ფოტოშოპში ამუშავებენმოასწრო შუაღამემდეცნობილი ადამიანების უმეტესობა საკუთარ პოსტებს ძირითადად შუაღამით აქვეყნებს, ვინაიდან ეს დრო დასავლეთ სანაპიროზე დილას, ევროპაში კი - საღამოს ემთხვევა. სწორედ ამ პერიოდში სტუმრობს როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა სოციალურ ქსელებს ყველაზე ხშირად.547 შეფასება არ არის |