შოუბიზნესი 11 ვარსკვლავური წყვილი, დიდი ასაკობრივი სხვაობით, რომელიც მათ სიყვარულს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის 2020, 23 მარტი, 22:06 ჩვენი რომანტიკული ურთიერთობები ხშირად ასაკის მიხედვით არის ნაკარნახევი. ფსიქოლოგების აზრით, ადამიანები წყვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო ხშირად მათ მიმართ უარყოფითად რეაგირებენ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ასეთ ურთიერთობაში ერთი მხარე საკუთარი ინტერესებისთვის მეორეს იყენებს. თუმცა, ცნობილ სელებრითებს შორის არაერთი ისეთი წყვილი არსებობს, რომლებმაც არსებული კლიშეების მიუხედავად, საკუთარი გრძნობები პირველ ადგილზე დააყენეს, და ამას არც ნანობენ. გთავაზობთ, 11 ვარსკვლავურ წყვილს, რომლებიც საკუთარ ასაკს პირადი ცხოვრების გაკონტროლების უფლებას არ აძლევენ.1. აარონ ტეილორ ჯონსონი და სამანტა ტეილორ - ვუდიასაკობრივი სხვაობა: 23 წელიდაქორწინებულები - 2012 წლიდან არიან18 წლის მსახიობს აარონ ტეილორ - ჯონსონს, 42 წლის რეჟისორი სამანტა ტეილორ - ვუდი, გულში მაშინ ჩაუვარდა, როდესაც ისინი ფილმზე - "გახდე ჯონ ლენონი" ერთად მუშაობდნენ. შეყვარებულები 2012 წელს სანამ საბოლოოდ დაქორწინდებოდნენ, ერთი წლის განმავლობაში დანიშნულები იყვნენ.2. რიჩარდ გირი და ალექსანდრა სილვაასაკობრივი სხვაობა: 34 წელიდაქორწინებულები - 2018 წლიდან არიან2014 წელს, როდესაც წყვილის ურთიერთობა დაიწყო, ორივე მათგანი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა ისინი იმ დროისთვის უკვე თავიანთ პარტნიორებთან დაშორებულები იყვნენ. 2018 წელს ვარსკვლავური წყვილი დაქორწინდა. 2019 წელს კი, პირველი ვაჟიც შეეძინათ, იმავე წელს წყვილმა განაცხადა, რომ მეორე შვილს ელოდნენ.3. ალეკ ბოლდუინი და ჰილარია ტომასიასაკობრივი სხვაობა: 26 წელიდაქორწინებულები - 2012 წლიდან არიან2011 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავის ალეკ ბოლდუინის გული იოგის ულამაზესმა ინსტრუქტორმა ჰილარია ტომასმა სამუდამოდ დაიპყრო. წყვილი 1 წელზე ნაკლებ დროში დაქორწინდა და დღემდე, 4 შვილთან ერთად ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს.4. დენის კუეიდი და ლაურა სავოიაასაკობრივი სხვაობა: 39 წელიერთად 2018 წლიდან არიანწყვილმა ერთმანეთი 2018 წელს, საქმიანი შეხვედრისას გაიცნო, მსახიობი გოგონათი იმდენად მოიხიბლა, რომ მან ქერა ლამაზმანს ცოლობა პირველი პაემანიდან რამდენიმე თვეში სთხოვა.5. ბლეიქ ლაივლი და რაიან რეინოლდსიასაკობრივი სხვაობა: 11 წელიდაქორწინებულები - 2012 წლიდან არიანრაიან რეინოლდსა და ბლეიკ ლაივლს შორის სიყვარულის ისტორია ტრადიციული, ჰოლივუდური ფილმის სცენარის მსგავსად განვითარდა, მსახიობებმა ერთმანეთი 2010 წელს, ფილმ "მწვანე ლამპარზე" მუშაობისას გაიცნეს, შემდეგ კი, შეხვედრებიც დაიწყეს. 2012 წელს წყვილი დაქორწინდა, რაიან რეინოლდსა და ბლეიკ ლაივლს სამი ქალიშვილი ჰყავთ.6. ქეთრინ მაქფი და დევიდ ფოსტერიასაკობრივი სხვაობა: 34 წელიდაქორწინებულები - 2019 წლიდან არიანამერიკელი მსახიობი ქეთრინ მაქფი და ცნობილი კანადელი მომღერალი და პროდიუსერი დევიდ ფოსტერი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან, ხოლო 2019 წელს კი, ლონდონში წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა.7. კრის პრატი და კეტრინ შვარცნეგერიასაკობრივი სხვაობა: 10 წელიდაქორწინებულები - 2019 წლიდან არიანკრის პრატი 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როდესაც 2018 წელს ანა ფერისს ოფიციალურად დაშორდა, წყვილის ერთგული თაყვანისმცემლებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო, თუმცა ახლა, როდესაც მას უკვე კეტრინ შვარცნეგერთან ერთად ვხედავთ, კიდევ ერთხელ ვრწუნდებით, რომ ისინი ერთად ყოველ მიზეზ გარეშე უნდა ყოფილიყვნენ.8. ჯორჯ კლუნი და ამალ ალამუდინიასაკობრივი სხვაობა: 17 წელიდაქორწინებულები - 2014 წლიდან არიანუფლებადამცველმა ამალ ალამუდინმა შეუძლებელი შეძლო - და ცნობილი ჰოლივუდელი, მოუთვინირებელი ბერბიჭა საბოლოოდ, სამაგალითო მამაკაცად აქცია. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის პირველი ქორწინება 90 - იანი წლების დასაწყისში დაინგრა, მსახიობმა მტკიცედ გადაწყვიტა მეორე ოჯახი აღარასდროს შეექმნა, თუმცა მის ცხოვრებაში ამალის მსგავსი ქალის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, კლუნი და ალამუდინი 2014 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 2017 წელს კი წყვილი ტყუპების, ელლასა და ალექსანდრეს მშობლები გახდნენ.9. პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასიასაკობრივი სხვაობა: 10 წელიდაქორწინებულები - 2018 წლიდან არიანნიკ ჯონასისთვის პრიანკა ჩოფრა - ოცნების ქალია. 2016 წლის ბოლოს მან "Twitter" - ზე პირველი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ამერიკელ მომღერალს მოცდა 2017 წლის ოსკარის ცერემონიამდე მოუწია, რათა თავის გულისწორს საბოლოოდ, პირადად შეხვედროდა. ჯონასით ინდოელი ლამაზმანი იმდენად მოიხიბლა რომ ისინი უკვე მაისის თვეში "Met Gala" - ას წვეულებაზე ერთად იყვნენ. 2018 წლის დეკემბერში ნიკის ოცნება ახდა და წყვილი ინდოეთში დაქორწინდა.10. როზი ჰანტინგტონ - უაითლი და ჯეისონ სტეტჰემიასაკობრივი სხვაობა: 20 წელიერთად 2010 წლიდან არიანზოგს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რომ როზი ჰანტინგტონ - უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი აგერ უკვე ათ წელზე მეტია იდეალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ულამაზესი ბრიტანელი მოდელი და ფილმ "გადამზიდის" ვარსკვლავი 2017 წელს ვაჟის მშობლები გახდნენ, თუმცა წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. მართალია, სტეტჰემმა საყვარელ ქალს ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს სთხოვა, თუმცა წყვილის ქორწილს დღემდე ყველა სულმოუთქმელად ელის.11. ბრიუს უილისი და ემმა ჰემინგიასაკობრივი სხვაობა: 23 წელიდაქორწინებულები - 2009 წლიდან არიანდემი მურთან განქორწინების შემდეგ ფილმ "კერკეტი კაკალის" ცნობილი ვარსკვლავი ბრიუს უილისი თავის მეორე მეუღლეს, ემმა ჰემინგს 2006 წელს, "იდეალური უცნობების" გადაღების დროს შეხვდა, წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა არც მეტი, არც ნაკლები 23 წელია.721 შეფასება არ არის |