x
image
მანანა თურმანიძე
როგორ დავიცვათ თავი გვირგვინოსანი ვირუსისგან

image


დღეს მთელი მსოფლიო ერთ საერთო განსაცდელშია, სახელმწიფოები კეტავენ საზღვრებს, იხურება ბიზნესები, ხალხს მოუწოდებენ სახლში დარჩნენ და არ გავიდნენ გარეთ, ასობით ადამიანი იღუპება ყოველდღიურად ეპიცენტრში, რომელსაც დღეს იტალია წარმოადგენს. ადამიანები დათრგუნული და შეშინებულები არიან, მითუფრო, რომ არავინ იცის როდის დასრულდება ეს კოშმარი, რომელიც საშინელებათა ფილმის სცენართან უფრო ახლოა, ვიდრე რეალობასთან. ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცობრიობა პანიკის წინაშე დგას, რომელიც ასევე დამღუპველი საშიშროებაა და არანაკლებ დამაზიანებელია. ადამიანები შეიძლება გადაურჩნენ ვირუსს, მაგრამ სხვა სერიოზული გართულებების მსხვერპლი გახდნენ.

გამოსავალი ერთია, რაციონალურად მივუდგეთ შექმნილ მდგომარეობას და ვეძებოთ ხსნა, რომელიც თავდაცვაშია. პრევენციული ზომები აღიარებულია უალტერნატივოდ და ნებისმიერ სიტუაციაში მეტად ამართლებს, ვიდრე შედეგების გამოსწორება. სოციალური დისტანცირებისა და იზოლაციის წესების, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ნორმების დაცვა ცხადია ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის გარდა, როგორ დავიცვათ თავი ამ გვირგვინოსნად წოდებული ვირუსისგან, რომელსაც რატომღაც კორონა (რუს. გვირგვინი) ჰქვია?

მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ ჩინელი მედიკოსებისგან გავრცელდა და მოიცვა სრულიად სოციალური ქსელები. ჩინელებმა, რომლებმაც თითმის დაამარცხეს კოვიდ 19, შეისწავლეს მისი ბუნება და მრავალი აუტოპსიის ჩატარების წყალობით მეტ-ნაკლებად გაიგეს ვირუსის ქცევა. ცნობილია, რომ კორონავირუსები ჯერ კიდევ 60-იან წლებში გამოჩნდა და ეპიდემიის სახე ე.წ. სარსმა 2002 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც ის გავრცელდა ჩინეთში და შემდეგ მსოფლიოში. მაშინ ის ატიპიური პნევმონიის სახელწოდებით გახდა ცნობილი. ახალი კორონავირუსი, სახელწოდებით კოვიდ 19 ასევე ჩინეთში გავრცელდა 2019 წელს და მის წინამორბედზე არანაკლები დესტრუქციულობით გამოირჩევა. ის ხასიათდება რესპირატორული გზების ობსტრუქციით, სქელი ლორწოვანი გამონადენით, რომელიც მოიცავს და ბლოკავს სასუნთქ გზებსა და ფილტვებს. ეფექტური მედიკამენტოზური მკურნალობისთვის საჭიროა პირველ ყოვლისა გაანთავისუფლო სასუნთქი გზები, ამას კი რამოდენიმე დღე სჭირდება, რაც აგვიანებს მკურნალობას და ართულებს საქმეს. ამიტომ პროფილაქტიკა ბევრად უფრო უპრიანია და მეტად შედეგიანი. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ რეკომენდაციებს, რათა დავიცვათ თავი ვირუსისგან ან მისი გართულებებისგან:

  • მიიღეთ რაც შეიძლება ხშირად სითხეები, განსაკუთრებით კი თბილი სითხეები, წყალი, ყავა, ჩაი ან სუპი. 20 წუთში ერთხელ დალიეთ თუნდაც ერთი ყლუპი, რათა პირის ღრუ მუდამ ნოტიო გქონდეთ და მასში მოხვედრილი ვირუსი სითხის მეშვეობით ჩავიდეს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, სადაც კუჭის წვენი მას გააანეიტრალებს.
  • გაურიეთ ცხელ წყალში რომელიმე ბუნებრივი ანტისეპტიკი, როგორიცაა ძმარი, მარილი, ან ლიმონის წვენი და გამოივლეთ ყელში ასეთი ხსნარი, რაც შეიძლება ხშირად, ყოველდღე.
  • ვირუსი ეწებება ნებისმიერ ზედაპირს, ტანსაცმელს, თმას და ა.შ., საპონი და სარეცხი საშუალება კი კლავს მას. არ დაჯდეთ სახლში ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ და არ შეეხოთ სახეს ჭუჭყიანი ხელით, მიიღეთ შხაპი სახლში შემოსვლისთანავე. თუ არ გაქვთ საშუალება ყოველდღე გარეცხოთ ტანსაცმელი, გაამზეურეთ ისინი, მზის სხივები ანეიტრალებს ნებისმიერ ვირუსს.
  • კარგად გაწმინდეთ ზედაპირები, განსაკუთრებით კი ლითონის, რომელზეც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს ვირუსი, თითქმის 9 დღის განმავლობაში. მუდამ გახსოვდეთ ეს და გაითვალისწინეთ სახელურებთან შეხებისას, როდესაც გარეთ ხართ. ასევე, ხშირად დაასუფთავეთ სველი წესით იატაკი და ზედაპირები სახლში და განსაკუთრებით კი მეტალის სახელურები, შეინარჩუნეთ ისინი სუფთა მდგომარეობაში.
  • არ მოწიოთ, სასუნთქი გზების და ფილტვების ჯანმრთელობა გადამწყვეტ როლს თამაშობს და ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
  • კარგად დაიბანეთ ხელები ყოველ 20 წუთში ერთხელ ნებისმიერი საპნით, რომელიც ქაფდება, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში, რათა ხელები ზედმიწევნით სუფთა გქონდეთ.
  • ჭამეთ ხილი და ბოსტნეული, ნუ მიიღებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც დაასუსტებს, ან არ გააჯანსაღებს თქვენს იმუნურ სისტემას, ან უბრალოდ გადატვირთავს და დაანაგვიანებს ორგანიზმს.
  • ეს ვირუსი ცხოველებისგან არ გადადის, ის გადადის ადამიანისგან ადამიანზე. არ არის ცნობილი გადადის თუ არა ის ადამიანისგან ცხოველზე.
  • შეეცადეთ არ შეგეყაროთ ჩვეულებრივი გრიპი, არ გაცივდეთ, არ მიიღოთ ცივი საკვები და არ დალიოთ ცივი სასმელები, მოუფრთხილდით იმუნურ სისტემას.
  • თუ ყელის ტკივილს და დისკომფორტს იგრძნობთ, ან ხველა შეგაწუხებთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს და თავდაცვის ზემოაღნიშნული წესებს. გახსოვდეთ, ვიდრე ვირუსი შეაღწევდეს ბრონქებში და ფილტვებში, ის ცოცხლობს პირის ღრუში 4-5 დღის განმავლობაში.

დაიცავით საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და სხვებიც. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია მოვუფრთილდეთ, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვების ჯანმრთელობას. და ბოლოს, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში, სუფთა ჰაერი, ეს ის წესებია, რომლებიც ნებისმიერი ვირუსისა თუ დაავადებისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტური გზაა.

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ერთიანი ძალებით და წესების დაცვით მალე დავძლევთ კრიზისს და დავუნრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს!


0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0