მხატვრობა ქუჩის მხატვრები 2012, 9 აგვისტო, 21:45 ძმები, ტყუპები ოტავიო და გუსტავო პანდელფო არიან ყველაზე ცნობილი ქუჩის მხატვრები ბრაზილიაში. ძმებმა ოტავიომ და გუსტავომ 25 წელია რაც დაიწყეს ხატვა სან-პაულუს ქუჩებში, როცა იყვნენ 13 წლისები. ტყუპები ხატავენ ბრაზილიური გრაფიტის (პიშასაუს) სტილში. ტყუპების ნამუშევრები ადვილად საცნობია ყვითელ კანიანი პერსონაჟებით, რომლებიც დიდი ხანია უკვე მათი სავიზიტო ბარათია. ყვითელი და მუქი წითელი არის ჩვენი საყვარელი ფერი ამბობენ ძმები. სან-პაულუში ბევრ ავტორს აქვს თავისი გამორჩეული ფერები, რომლითაც ცნობენ მათ ხელწერას. ჩვენ გავიზარდეთ სან-პაულუს ქუჩებში, რაც ვისწავლეთ ყველაფერი არის ჩვენით აღმოჩენილი და ნასწავლი. გრაფიტის სტილმა ბევრი ახალი კარი გაგვიღო და ამის შემდეგ ჩვენ ახალი კულტურის ზეგავლენის ქვეშ მოვექეცით. დავიწყეთ ახალი ელემენტების გამოყენება სხვადასხვა კულტურიდან. ხშირად ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მომენტებს. ჩვენ ადამიანის ხმასავითა ვართ, რომელსაც არ შეუძლია ჩუმად ყოფნა. ქუჩები გვაძლევენ შესაძლებლობას გავიცნოთ ბევრი ადამიანი, ქუჩებში თავს ვგრძნობთ ისე როგორც საკუთარ სახლში. შენ სწავლობ ყოველთვის, სწავლობ იყო ძლიერი, რომ დაიცვა სასკუთარი თავი, ყვებიან ძმები. ქვემოთ წარმოგიდგენთ მათ ნამუშევრებს. 185 10-ს მოსწონს |
+1