x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138998
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
მართლა გადაიწვება დედამიწა?

imageდღევანდელი ამინდები დედამიწის მოსახლეობის გამძლეობას სცდის. ძლიერი სიცხეები და ტყეში გაჩენილი ხანძრები უშუალოდ
რამდენიმე მილიონ ადამიანს შეეხო. თითოეული ადამიანის გონებაში ერთადერთი ახნა ლობირებს: ეს გლობალური დათბობის შედეგია.
სინამდვილეში რა ხდება და რატომ უარესდება ყოველწლიურად ასე რადიკალურად ამინდები? ანიმალურ ამინდებთან დაკავშირებით მეცნიერებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
მიმდინარე ზაფხულს სერიოზული გვალვა დაფიქსირდა სამხრეთ რუსეთში. იწვის ტყეები ურალსა და ციმბირში. ევროპაშიც მსგავსი ვითარებაა: ესპანეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის ტყეები ცეცხლის ალშია გახვეული. ყველაზე ძლიერი გვალვები, ბოლო 50 წლის
განმავლობაში, აშშ-ში დაფიქსირდა. სერიოზული სიცხეებია ავსტრალიაშიც.


ნასასა და სხვა სამეცნიერი ცენტრების მრავალწლიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურული მაჩვენებელი დღემდე
არასოდეს, არსად დაფიქსირებულა. გარდა ამისა, ასეთი სისწრაფით ტემპერატურას ჯერ არასოდეს მოუმატებია. ღრმა ყინულოვანი საფარის, წითელმერქნიანი ხეების ტყის ნიმუშებმა და სხვა გამოკლვევებმა დაადასტურა, რომ ზემოთ აღნიშული ანომალური ამინდები ბუნებრივი პროცესების შედეგი არ არის.

უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერები გლობალური დათბობის პრობლემაზე მსჯელობენ. ნასაში ამასთან დაკავშირებით დისიდენტებიც კი გაჩნდნენ. 49 ასტრონავტმა და ამერიკული კოსმოსური უწყების თანამშრომელმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც აპროტესტებენ გლობალური დათბობის ანთროპოგენურ
ვერსიას. ნასას ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მიზეზი სწორედ ადამიანის მიერ ბუნებრივ პროცესებში ბოროტი ჩარევა და დაუდევარი საქმიანობაა.

ის, რომ დედამიწაზე ამინდი სულ უფრო ექსტრემალური ხდება, სწორედ ადამიანის ბრალია, - ირწმუნება ველური ბუნების მსოფლიო ფონდის პროგრამის - „კლიმატი და ენერგეტიკა“ ხელმძღვანელი ალექსეი კოკორინი. image


რატომ ხდება ასე? - პირითადად იმიტომ, რომ ადამიანის გავლენა კლიმატზე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ყველა ბუნებრივი ფაქტორი ერთად აღებული. იმედი მაქვს კაცობრიობა შეამცირებს თავის
უარყოფით გავლენას ბუნებრივ პროცესებზე და ყველაფერი ისევ მზის, მთვარის, დედამიწის ორბიტის, ვულკანისა და სხვა ბუნებრივი კანონზომიერებების პროცესებს დაექვემდებარება, - დასძინა მეცნიერმა.

ალექსეი კოკორინის თქმით, მართალია კლიმატს ადამიანი ვერ ცვლის, მაგრამ სათბური გაზების ეფექტის გაზრდა, რაც მზის აქტივობის ნეგატიური გავლენის ზრდის ტოლფასია, ადამიანმა შეძლო. ეს კი, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახა კლიმატზე. ექსპერტი ვარაუდობს, რომ სულ მცირე, უახლოესი 50 წლის განმავლობაში, ბუნებრივი ანომალიებისა და მათთან ადაპტაციის პირობებში მოგვიწევს ცხოვრება.

თუმცა, ეს ანომალიები ეხება არა მარტო უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას, არამედ დაბალსაც. მნიშვნელოვანი გამყინვარებები უკვე დღესაც ფიქსირდება, - ირწმუნება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა გაერთიანებული სამეცნიერო საბჭოს თვჯდომარე, გეოლოგ-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
აკადემიკოსი ნიკოლოზ დობრეცოვი.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ანთროპოგენურმა ჩარევამ, რაც გამოიხატება სათბური გაზების გამოყოფით - ყველა თერმოელექტრო-ქარხნიდან და საერთოდაც, საწარმოების მუშაობით - გამოიწვია დედამიწაზე კლიმატური ვითარების შეუქცევადი ცვლილება. ამას შედეგად მოჰყვა ძალიან სწრაფი დათბობა, ბოლო ასწლეულში, რომელიც კიდევ გაგრძელდება გაურკვეველი დროით. მაგრამ ბოლო სამი წლის მოვლენები, როდესაც გაიყინა არხები ვენეციაში და გაიყინა ვენახები ესპანეთში და საერთოდაც, ევროპის
საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ძალიან ცივი გაზაფხული დადგა, ადასტურებს რომ ანომალურად დაბალი ტემპერატურების პერიოდი დაიწყო.


imageიგივე ემართება ყინულოვან საფარს არქტიკაში. 2007 და 2008 წლებში გასულ საუკუნესთან შედარებით, ძალიან პატარა ყინულოვანი საფარი
იყო, ხოლო 2009, 2010, 2011 წლებსა და 2012 წლის დასაწყისში ყინულის მოცულობა ისევ გაიზარდა.
უახლოეს წლებში ყინულოვანი საფარი არქტიკაში ხან გაიზრდება, ხან შემცირდება. მაგრამ იმის შესახებ, თუ როდის უნდა ელოდოს დედამიწა ისეთ გამყინვარებას, როგორიც თანამედროვე
ევროპის ტერიტორიაზე 20 ათასი წლის წინ იყო, პროგნოზირება ძალიან ძნელია, - მიაჩნია აკადემიკოსს დობრეცოვს.

სანამ ექსპერტები მსჯელობენ, დედამიწის მოსახლეობას ყველაზე მეტად პრაქტიკული საკითხები აღელვებთ. მაგალითად,
რამდენად ძლიერად იმოქმედებს გვალვები და მისგან გამოწვეული ხანძრები საკვები პროდუქტების, მარცვლეული კულტურის, ფქვილისა და პურის გაძვირებაზე.


2
448
9-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
448
  
2012, 10 აგვისტო, 19:56
+10
2012, 9 აგვისტო, 21:22
+100
0 1 2