საზოგადოება პირველად მსოფლიოში- სილიკონის მამაკაცი აწარმოეს და გაყიდვაშია +13 2020, 21 მარტი, 17:13 არაერთი სტატია გვინახავს, სადაც ვიგებთ, რომ იაპონიამ თუ ჩინეთმა სურეალისტური, ე, წ სილიკონის თოჯინა-ქალები გამოუშვა, რომლის რეალიზაციაც სხვადასხვა ქვეყნებში იმპორტის გზით, რეალურად მომხდარა. მოკლედ, ეს ამბავი ახალს და შოკისმომგვრელს ნამდვილად არ წამოადგენს, თუმცა ის, რასაც დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ, ნამდვილად არის წარმოუდგენელი.
ვის უნდა მოუნდეს უემოციო მამაკაცთან ყოფნა, რომელსაც არც გადაადგლება და არც გრძნობების გამოხატვა შეუძლია, თუმცა არის კონტიგენტი, რომელსაც სრულიად აკმაყოფილებს ასეთი მამრები. როგორც იქნა, იფიქრეს ქალთა აუდიტორიის შესახებაც და ჰიპერ-რეალისტური, მამაკაცი თოჯინების წარმოებაც დაიწყეს. როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი სურეალისტური ქალი-თოჯინების წარმოება, იაპონიამ დაიწყო, ახლა კი უკვე ასეთ მამრებსაც შეხვდებით. და, როგორია შედეგი? გიდობას გაგვიწევს ამერიკელი კარლა სკიორტინო, რომელიც ასევე Vogue-სთან თანამშრომლობს. მამრი თოჯინა, ზუსტი ანალოგია ცოცხალი მამრის სხეულის, გათვალისწინებით თითოეული ნეკნის და ორგანოსი, ვიზუალური თვალსაზრისით. მასზე შეხება ისევე სასიამოვნო და თითქმის ანალოგიურია, როგორიც ნამდვილი მამაკაცის კანზე შეხების დროს. სხეულზე აქვს თმა ყველგან, სადაც აქვს მამრ ადამიანს. მე შევიძინე, გამოვცადე და მომეწონა - წერს კარლა. მამრი თოჯინა ასევე შეიძინა მსახიობმა ჯესიკა რაიანმა და ამბობს, რომ მასთან ურთიერთობა, გაცილებით მარტივი და კარგია. მწარმოებლები კმაყოფილები არიან და სთავაზობენ გოგონებს სილიკონის მამრების ფართო არჩევანს საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე - წონა, სიმაღლე, თმის და თვალის ფერი და ა, შ. ადრე თუ დიდი მოთხოვნა იყო გასაბერ და სილიკონის თოჯინა გოგონებზე, ახლა იგივე მოთხოვნებია მამრ თოჯინებზე. იხილეთ აგრეთვე: ჩინეთის ქარხანაში რეზინის "გასაბერი ქალების" წარმოება და რეალიზაცია დაიწყეს (+16) 1762 9-ს მოსწონს
|