x
image
თაზუ
Covid - 19 - მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის წინაშე
image

კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19), ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის სიღრმეში და მთელი მსოფლიო მოიცვა. ვირუსით დაავადებულია 200 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთგან 8 000-ზე მეტი გარდაიცვალა. თუმცა, სიცოცხლის გადარჩენის პარალელურად, მსოფლიო არსებული რესურსებით ცდილობს თავიდან აირიდოს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი, რაც თავის მხრივ, პრობლემატურია, ვინაიდან ქვეყნების უმეტესობამ ჩაკეტა საზღვრები, აკრძალა ფრენები და შეაჩერა წარმოება. შესაბამისად, ტურისტული ბიზნესი გაკოტრების პირასაა, სამიზნე გაყიდვებს ვეღარ აწარმოებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, კრიზისია ქართულ ბაზარზეც.

Bloomberg-ის მონაცემებით 2019 წელს ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი 2.1 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაა და იგი მთელი მსოფლიოს მოთხოვნა-მიწოდების მნიშნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა, COVID-19 - მა მის ეკონომიკას მძიმე დაღი დაასვა. ავტომობილთა გაყიდვა შემცირდა 20% - ით, Nissan - მა და Hyundai - მ, საზღვარგარეთ, დროებით დახურეს ფირმები, გაუქმდა და გადაიდო სავაჭრო, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებები. Reuters - მა, განაცხადა, რომ ეპიდემიამ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა გაანახევრა პირველ მეოთხედში, წინა სამ თვესთან შედარებით.

ჩინეთის შემდგომ, მძიმე მდგომარეობა აქვს იტალიას, სადაც ინფიცირებულთა დიდმა რაოდენობამ შესაბამისი გავლენა იქონია ეკონომიკაზე. ვირუსის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა შემოღებული წესების გამკაცრება, დაიკეტა ყველაფერი, აფთიაქებისა და სასურსათო მარკეტების გარდა, შესაბამისად, UBS (Union Bank of Switzerland) მოელის იტალიის ეკონომიკური ზრდის 0.4% -მდე შემცირებას. დროებითი შეზღუდვები კატასტროფულ დარტყმას აყენებს მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიებს, ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 6% მათზე მოდის. ეკონომისტთა აზრით, მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის შედარებით მეტად შემცირება, ვიდრე ამას მოელოდნენ ერთი კვირის წინ, რაც უბიძგებს იტალიის ეკონომიკას რეცესიისკენ.


მსოფლიოს პარალელურად კრიზისია ქართულ ბაზარზე. სამიზნე გაყიდვებს ვერ ასრულებენ წამყვანი კომპანიები, საზღვრები ჩაკეტილია, ტურისტული სეზონი მინიმუმ 2 თვე იქნება დახურული, მაშინ როცა მას დიდი როლი უკავია ჩვენს ეკონომიკაში. 2018 წელს მთლიან შიდა პროდუქტში 11% მოდიოდა ტურიზმზე, მთლიანი შემოსავლებიდან დაახლოებით 3, 000 მილიარდი დოლარი შემოდიოდა ქვეყანაში, რასაც ლარის კურსისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

კორონა ვირუსისა და მის საწინააღმდეგო გეგმების შესახებ ამბები ყოველდღიურად ახლდება და იცვლება. მიუხედავად არსებული სიკვდილიანობისა და დაინფიცირებულთა რაოდენობისა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ასევე იზრდება იმედი, რომ 21-ე საუკუნეში არსებული შესაძლებლობებითა და ერთიანი ძალებით, ჩვენ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან გამკლავებას.

image

1
73
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
73
  
2020, 21 მარტი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1