მსოფლიო აშშ-ს დახმარებს სსრკ-ს, II მსოფლიო ომის დროს, "ლენდ-ლიზის" პროგრამის ფარგლებშიში, 11,3 მლრდ. აშშ დოლარს აღწევდა 2020, 20 მარტი, 11:44 აშშ-ს დახმარება სსრკ-ს მეორე მსოფლიო ომის დროს, "ლენდ-ლიზის" საერთაშორისო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 11, 3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა. (2008წ. ფასების ექვივალენტით, ყველაზე მოკრძალებული გაანგარიშებითაც 170 მილიარდი აშშ დოლარი იყო). "ლენდ–ლიზი" (ინგლ. lend — გასესხება და lease — იჯარით გაცემა) — სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები, ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდასა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
"ლენდ-ლიზის" საერთაშორისო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკამ გასცა 50, 1 მილიარდი აშშ დოლარის (2008 წლის ფასებით, დაახლოებით 750 მილიარდის ეკვივალენტი დოლარი) ღირებულების დახმარება: 31, 4 მილიარდი ბრიტანეთს, 11, 3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3, 2 მილიარდი საფრანგეთს და 1, 6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7, 8 მილიარდი დოლარი, აქედან 6, 8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე. რაც შეეხება აშშ-ს, გერმანიის მიერ ბრიტანეთზე თავდასხმისა და იაპონიის საჰაერო ძალების მიერ, ამერიკაში პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ, აშშ-მა არა მხოლოდ სამხედრო შეიარაღება გააძლიერა, არამედ სსრკ-სა და თავიანთი მოკავშირეების დახმარებაც დაიწყო, გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. 1941 წლის ე. წ. „ლენდ-ლიზის" აქტით, აშშ - საბჭოთა კავშირს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, 1941წლიდან - 1945 წლის ჩათვლით, საკვებ პროდუქტებს, ნავთობს, საბრძოლო ტექნიკას, სამრეწველო ნედლეულს, დაზგა-დანადგარებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, საზღვაო გემებს, საბრძოლო იარაღს აწვდიდა. აშშ-მა საბჭოთა კავშირს გადასცა 427 284 სატვირთო ავტომანქანა, 11 400 თვითმფრინავი, 12 000 საბრძოლო მანქანა: ტანკები, დაჯავშნული საბრძოლო, სატრანსპორტო მანქანები და სხვები, 35 170 მოტოციკლი, 1 977 ლოკომოტივი. "ლენდ-ლიზის" პროგრამით, სსრკ-მა მოკავშირეებისაგან ძირითადად აშშ, ბრიტანეთი, კანადა - დამატებით ასევე მიიღო კიდევ უამრავი დახმარება, მათ შორის: ტანკ-საწინააღმდეგო ქვემეხი 5 000, ავტომატური იარაღი 131 633, ასაფეთქებელი ნივთიერებები 345 735 ტონა, ასევე ცალკე 127 000 ტონა დენთი, 4 338 რადიო-მოწყობილობა, 105 საზღვაო სამხედრო ხომალდი, 202 ტორპედული კატერი, 4 წყალქვეშა გემი, 90 სატვირთო საზღვაო ხომალდი, 51 503 ჯიპი, 8 071 ტრაქტორი, 11 155 სატვირთო ვაგონი, 622 000 ტონა სარკინიგზო რელსი, 1 მლრდ. დოლარის ღირებულების დაზგა-დანადგარი, 800 000 ტონა ფერადი მეტალი, 2 800 000 ტონა ფოლადი, 2 670 000 ტონა ნავთობ-პროდუქტი (ძირითადად საავიაციო საწვავი), 15 417 000 წყვილი საარმიო ჩექმა, 331 066 ლიტრი სპირტი, 4 478 000 ტონა საკვები პროდუქტი (მათ შორის 658 000 ტონა შაქარი, 2 077 000 ქილა ხორცის კონსერვი). აშშ და ასევე კანადაც ეხმარებოდა - სსრკ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს. ასევე დამატებით, თავად ბრიტანეთმა თავის მხრივ სსრკ-ს გადასცა, 5 232 სატვირთო ავტომანქანა, 7 000 თვითმფრინავი, 6 564 ტანკი და ბრონირებული საბრძოლო, სატრანსპორტო მანქანა, 4 ლოკომოტივი, 1 721 მოტოციკლი. ჯამში მხოლოდ აშშ-მა საბჭოთა კავშირის დახმარებაზე დახარჯა $11.3 მილიარდი დოლარი (2008წ. ექვივალენტით $170 მილიარდი). შესაბამისად, იგი მთელი ომის განმავლობაში, ეხმარებოდა საბჭოთა კავშირს 1941 წლიდან 1945 წლის ჩათვლით, როგორც სამხედრო ისე ფინანსური თვალსაზრისით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და გადაწყვიტა კიდეც, მეორე მსოფლიო ომის შედეგები. მასალა მოამზადა: დანიელ სავანელმა. P. S. მასალის მოსამზადებლად, სტატისტიკური მონაცემები, ძირითადად აღებულია ვიკიპედიადან. ესეც წყარო: 742 2-ს მოსწონს 1-ს არა |