საზოგადოება მომღერალი გიორგი წერეთელი დაჯილდოების ცერემონია პერსონას საბჭომ ემიგრანტების რჩეულად დაასახელა 2020, 18 მარტი, 23:10 წელს უკვე მეშვიდედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 გაიმართება. პროექტის კვლევისა და ხმის მიმცემი საბჭო სფეროს განვითარებისთვის და მხარდაჭერისთვის წელსაც 50 ადამიანს პერსონას ტიტულს მიანიჭებს, მათგან ერთ ერთი კი მომღერალი გიორგი წერეთელი გახლავთ, რომელიც ემიგრანტების რჩეულ მომღერლად დასახელდა, იგი ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა პროექტის საბჭოს წარუდგინეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პროექტის საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ექიმების ინციატივით წელს პერსონა კორონა ვირუსით გარდაცვლილ ადამიანების ხსოვნას მიეძღვნება და პროექტის ფარგლებში დაჯილდოებული მომღერლები სპეციალურ სიმღერას შეასრულებენ. პროექტის იდეის ავტორი და დირექტორი ჟურნალისტი იოსებ კავკავაშვილი გახლავთ, ხოლო საკორდინაციო საბჭოს კი პროფესორი ხატია ბედინაშვილი ხელმძღვანელობს 263 შეფასება არ არის
|