საზოგადოება "აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა, მეამაყება ჩვენი ქვეყანა" - ანიტა რაჭველიშვილი 2020, 18 მარტი, 17:57 რამდენიმე დღის წინ, საქართველოში დაბრუნებული ცნობილი, ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში სამადლობელო პოსტს აქვეყნებს და საკუთარი ოჯახის სახელით, ყველას, ვინც კი მათ უსაფრთხო დაბრუნებაში თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა დიდ მადლობას კიდევ ერთხელ, საჯაროდ უხდის. ცნობილი მეცო - სოპრანოს თქმით, აეროპორტში ისეთი შემოწმება იყო, როგორც არც ერთ სხვა ქვეყნაში არ ყოფილა, რის გამოც ის თავს ამაყად თვლის. რაჭველიშვილის აზრით, ქვეყანა 21- ე საუკუნის ამ საშინელ გამოწვევას სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა: "We are home, all healthy in Self quarantine! Everything is going to be ok! Take care my dear friends and stay home ! უკვე სახლში ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ რომ სამშობლოში დაბრუნება მოვახერხეთ. აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა და მეამაყება რომ ჩვენი ქვეყანა ასე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს! გულდასმით ამოწმებდნენ ყველას! ექიმები, აეროპორტის თანამშრომლები და მესაზღვრეები, ყველა ვინც იქ მუშაობდა იყო უკიდურესად გადაღლილი და მაინც არ იშურებდნენ ძალ-ღონეს რომ მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ სიტუაცია. უზარმაზარი რიგი იყო და ამ რიგში ბევრი ადამიანი ვინც ამ სიტუაციას არ აღიქვამდა სერიოზულად და ლანძღავდა ამ საოცარ თავდადებულ ხალხს! ამ მომენტში მეტი ადამიანობა უნდა გამოვიჩინოთ და ყველას შრომა დავაფასოთ ისე როგორც არასდროს!
|