სხვა კორონავირუსის ინფექციის სამკურნალო მედიკამენტი ვაქცინაზე ადრე გამოჩნდება 2020, 17 მარტი, 21:34 კომპანია "SVB Leerink"-ის ანალიტიკოსმა ჯეფრი პორჯესმა შეისწავლა ექსპერტების პროგნოზები მედიკამენტის და ვაქცინის შესაქმნელად კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ. - წერს "FiercePharma". ექსპერტები თვლიან, რომ ვაქცინადე ადრე მონოკლონური ანტისხეულები შეიძლება გამოჩნდეს ბაზარზე. კერძოდ, აშშ-ს ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ვაქცინა გამოჩნდება არა უმეტეს 12-18 თვის შემდეგ.- წერს "MSN". პორჯესი ახსენებს კომპანია " Moderna "-ს ახალ ვაქცინას, რომელიც მომზადდა კლინიკური გამოცდისთვის რეკორდულ დროში. მაგრამ, როგორც "MIT Technology Review"-ი წერს, პლატფორმას, რომელზეც ვაქცინა შეიქმნა, არ გააჩნია დადასტურებული ეფექტურობა. ექსპერტები შედარებით ოპტიმიზმს გამოხატავენ კომპანია "Gilead "-ის მიერ შექმნილ მედიკამენტ "რემდესივირის" შესახებ. პრეპარატით დაიწყო COVID-19-ის პაციენტებში III CI ფაზის მკურნალობა. იმავდროულად, ფედერალური ჯანდაცვის ორგანოები ახორციელებენ "რემდესივირის" გამოკვლევებს. ჯანმო-ს ოფიციალურმა პირებმა აღიარეს "რემდესივირი", როგორც ყველაზე პერსპექტიული მედიკამენტი-COVID-19-ის წინააღმდეგ. ეს პრეპარატი თავდაპირველად შეიქმნა ებოლას სამკურნალოდ. ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პრეპარატის გარდა, ექსპერტებს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ NIH სისტემაში არსებული სხვა 19 პრეპარატის გამოყენება COVID-19 ინფექციის სამკურნალოდ. სხვა კომპანიებიც აწარმოებენ აგრეთვე SARS-CoV-2 ვირუსის წინააღმდეგ შექმნილ წამლებს და ვაქცინებს. მათ შორისაა: - "Vir Biotechnology", J"ohnson & Johnson", "Takeda", "Eli Lilly" და სხვები. დღეისთვის, მკვლევარებმა უკვე იციან პოტენციური სამიზნე ვაქცინის ან წამლების შექმნის შესახებ COVID-19 ინფექციის სამკურნალოდ. ნათქვამია "NIH"-ის პორტალზე. 307 1-ს მოსწონს
|