საზოგადოება დროა კარგი ამბებიც მოვისმინოთ! - იმედის მომცემი სიახლეები კორონავირუსთან დაკავშირებით! 2020, 17 მარტი, 11:09 ბოლო 2 თვეა დილა ცუდი ამბებით იწყება! "კორონავირუსით X -ადამიანი მოკვდა", "კორონავირუსით X - ადამიანი დაინფიცირდა"... დღეს ადამიანის ფსიქოლოგია ამას უკვე მიეჩვია და დროა განსხვავებული, უფრო კონკრეტულად კარგი ამაბებიც მოვისმინოთ: ჰონგ კონგსა და სინგაპურში კორნავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლდ იკლო. ორივე ქვეყანაში მიღებულია ჯადაცვის უმაღლესი ზომები. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ტესტირება განავითარეს, რის შედეგადაც ადამიანებს მარტივად შეუძლიათ გაიგონ დაინფიცირებულები არიან თუ არა კოვიდ -19 ით. ამრიგად პანდემიის გავრცელებამ ქვეყანაში საგრძნობლად იკლო. რაც მსოფლიოსთვის კარგ სიახლეს წარმოადგენს. ჩინეთში 85 წლის ქალბატონის ტესტი პოზიტიური აღმოჩნდა. მასთან ერთად კარანტინში მოთავსდა მისი 25 წლის შვილიშვილი, რათა ბებიისთვის კარანტინის ფარგლებში ყურადღება მიექცია. საბედნიეროდ ორივე მათგანმა დაამრცხეს კორონავირუსი და დღეს საკუთარ სახლში ჯანმრთელად ცხოვრობენ. 25 წლის ინგლისელი ახალგაზრდა სახელად კონორ რიდი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა. მან კორნავირუსთან 72 დღიან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია და ჩინეთში დარჩენა ამჯობინა. იორდანიაში და ნეპალში კორონავირუსით დაინფიცრებული პირველი ადამიანები სრულიად გამოჯანმრთელდნენ! ბრაზილიაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი ადამიანი გამოჯანმრთელდა. პენტაგონის მიერ დაფინანსებულმა კანადურმა კომპანიამ კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა წარმატებით დაასრულა. მხოლოდ აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის მოლოდინში არიან! კუბამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა კორონავირუსთან საბრძოლველად. ქვეყანა გარანტიას იძლევა 22 პრეპარატზე, მათ შორის Interferon Alpha 2B-ზეც, რომელსაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იყენებენ კორონავირუსის წინააღმდეგ. ინგლისელი და ავსტრალიელი მკვლევარები ერთად მუშაობენ ახალი პრეპარატების გამოგონებაზე. როგორც ქვისლენდის ინსტიტუტი იტყობინება აღმოჩენილია 2 პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<4 ნაგებობა, რომელსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან! სპორტსმენები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ გადარჩენილი კაცობრიობა: შეუჩერებელი სუპერ-გრიპი 2011 წელს 9 ჭეშმარიტება კლეოპატრას შესახებ - ის, რაც ყველგან არ წერია! თურქი ექიმები: არ მოიკლოთ D ვიტამინი, ის დაგიცავთ ყველა სახის ვირუსებისგან 1249 9-ს მოსწონს
|