მოვლენები 54 წლის ქალი მოდელი გახდა ყოფილის ჯიბრით, რომ მიხვდეს რა ქალი დაკარგა 2020, 16 მარტი, 16:04 ![]() და ეს ყველაფერი ქალმა მხოლოდ ყოფილის შურისძიების გამო გააკეთა, რომელიც, ქორწილის წინა დღეს სხვაზე დაინიშნა, სხვისთვის იყო დაკავებული. დაე იცოდეს მოღალატემ, თუ რა დაკარგა! ![]() 54 წლის უძრავი ქონების აგენტმა ჯო ენ მუნცმა 10, 650 დოლარი დახარჯა პლასტიკური ქირურგიაზე, იმისთვის, რომ სრულყოფილი სხეული ჰქონოდა. მან ეს გააკეთა ყოფილი ბოიფრენდის ჯიბრით, რომელიც, როგორც გაირკვა, ურთიერთობის დროს სხვაზე იყო დანიშნული. ![]() სკანდალის დროს, რომელიც ჯო ენმა ყოფილ ბოიფრენდს მოუწყო, მამაკაცმა მას "ბებერი გომბეშო" და "დავრდომილი დედაკაცი" უწოდა. ამ კონფლიქტმა ჯო ენში გამოიწვია დეპრესია, რომლისგანაც იგი დიდხანს ვერ გათავისუფლდა. დეპრესიის დროს ჯო ენი არავისთან ეკონტაქტებოდა, რა დროსაც თითქმის 15 კილოგრამი დაკარგა, რადგან პრაქტიკულად ვერ ჭამა. ![]() მან პლასტიკურ ოპერაციებში 10 000 დოლარზე მეტი დახარჯა, მათ შორის 8000 აშშ დოლარი მკერდის იმპლანტანტებისთვის, ფიბრობლასტების და ბოტოქსების ინექციისთვის 1000-1000$, სახის გადაჭიმვაზე 500 დოლარი და ქიმიური პილინგზე 150 $. ![]() "გაახლებული" ჯო ენი ინტერნეტ მოდელად იქცა, რა დროსაც თამამ ფოტოებს აქვეყნებს Instagram- ზე. ![]() ![]() 633 4-ს მოსწონს
|