ფეხბურთი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ სასტუმროებს საავადმყოფოებად გადააკეთებს 2020, 16 მარტი, 10:52 პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში მდებარე საკუთარ სასტუმროებს სათანადო სამედიცინო აღჭურვილობით საავადმყოფოებად გარდაქმნის, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში. საავადმყოფოები უფასოდ მოემსახურება ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ხოლო სამედიცონო პერსონალს ხელფასს თავად ფეხბურთელი გადაუხდის შეგახსენებთ, ფეხბურთის მეგავარსკვლავმა საკუთარ სამშობლოში რამდენიმე სასტუმრო 2016 წელს შეიძინა, მათ შორის მშობლიურ ქალაქ ფუნშალეში და ქვეყნის დედაქალაქ ლისაბონში. როგორც იცით პორტუგალიელი ფეხბურთელი კარანტინში იმყოფება, რადგან მის თანაგუნდელს "იუვეტუსიდან" დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინეს. დღეის მონაცემებით პორტუგალიაში კორონავირუსით 245 ადამიანია ინფიცირებული.მსოფლიოში ლიდერთა ხუთეული კი ასე გამოიყურება:(ჩინეთის გამოკლებით) იტალია 24, 747 (1, 809 გარდაცვლილი) ირანი 13, 938 (724) სამხრეთ კორეა 8, 162 (75)-კლებისკენ მიდის ესპანეთი 7, 753 (136) საფრანგეთი 5, 423(127) 129 4-ს მოსწონს
|