ვარსკვლავები არასრულყოფილები: მოდელების სხეული ფოტოშოპის გარეშე, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ 2020, 14 მარტი, 14:10 ცნობილი მოდელები კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდებიან. თუმცა, ბევრ ჩვენგანს ავიწყდება რომ ისინიც ჩვეულებრივი ქალები არიან, რომლებსაც ცელულიტი, სტრიები და პრობლემური კანი ისევე აწუხებთ როგორც თითოეულ ჩვენგანს. ყოველთვის იდეალურ ფორმაში ყოფნა დამეთახმებით, რომ იოლი არ არის, განსაკუთრებით კი, ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ. თუმცა, ამ ცნობილ ქალბატონებს საკუთარი სხეულის საერთოდ არ რცხვენიათ პირიქით, მის დემონსტრირებას მსოფლიო მაღალი მოდის პოდიუმებიდან სიამაყით ახდენენ და არც არაფრის შეცვლას არ აპირებენ. კრიტიკის ქარცეცხლში ცოტა ხნის წინ, "Victoria's Secret" - ის ცნობილი ანგელოზი კენდის სვეინპოლიც აღმოჩნდა, რომელმაც მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, მუცლის ზონიდან, ორსულობის პერიოდში მომატებული კილოგრამების მოშორება ვერაფრით მოახერხა. თუმცა მოდელმა კრიტიკოსებს სათანადო პასუხი გასცა: "მე ვამაყობ და მიყვარს ჩემი სხეული, რომელმაც სიცოცხლე ორ სრულიად ჯანმრთელ ბავშვს აჩუქა." მაშ ასე, მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურება სინამდვილეში ცნობილი მოდელების სხეული ფოტოშოპის გარეშე.კენდის სვეინპოლიბელა ჰადიდისინდი კროუფორდიჟიზელ ბიუნდჰენიკეიტ აპტონიკაილი ჯენერიქეით მოსიჯიჯი ჰადიდი1947 შეფასება არ არის |