x
image
DZaGa_1997
რა განცხადებას ავრცელებს თიბისი ბანკი სესხებთან დაკავშირებით

image

''მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

თიბისი მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას.
დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

თიბისი ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე, რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა და საშეღავათო პირობებზე კომუნიკაცია მოხდება ინდივიდუალურად.'' - წერს თიბისი ბანკი.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:DZaGa_1997
DZaGa_1997
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0