x
image
DZaGa_1997
ყველამ იცით რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ... - ნანუკა ჟორჟოლიანი
image

ყველამ იცით რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ...

ჩემი აზრით უფლებების დამცველებმა, არ ააქვს მნიშვნელობა რისი, რეგიონებში უნდა იარონ და საკუთარ 2% ბაბლს გასცდნენ. რატომ?

იმიტომ რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს რომ ქალი “ბოზია” თუ ოჯახს დაანგრევს და დიახ, მას ქმარმა ჭკუა უნდა ასწავლოს. უფრო მეტიც, საკუთარმა მამამ არ მიიღო გოგო, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იძულებული გახადა სადისტ ქმარს დაბრუნებოდა.


აი ასეთ ხალხს რომ ეტყვი “ჩემი ფუჩუ ჩემია” ან, უცეკვებ, პრობლემა მოგვარდება თურმე ☺️

ჩემი აზრით, უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. დიახ, ყველა სტიგმა მხოლოდ საჯარო დისკუსიებით მოირღვა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. თურმე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარეს მოტივზე საუბრის უფლება არ ჰქონია და სტიგმებს ვამყარებთ საუბრით და ქუჩაში ცეკვა ამ სტიგმებს ხსნის'' - წერს ნანუკა თავის ფესიბუქ გვერხზე.

ჩემი საყვარელი ისტორიაა, ბენდუმ გვითხრა ერთხელ, ძალიან მსაყვედურობენ, რატომ დადიხარ ასე ხშირად ნანუკას შოუშიო, არადა მარტივიაო, ნანუკას მაყურებელმა მინდა გაიგოს რომ იუდა არ ვარ, იმათმა ისედაც იციანო.

გამოდით კომფორტის ზონიდან და ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ პრიზმაში არ უყურებს ამბავს. ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით.

ნუ, სტატისტიკას არქივი ამბობს, რამდენი ძალადობის სმხვერპლი ქალი გვყოლია სტუდიაში და მათთვის ცხოვრება რეალურად შეგვიცვლია.

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:DZaGa_1997
DZaGa_1997
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0