არ დამარტყათ, გოგო ვარ. . .
გოგონას, ქალის, (ახლა უკვე იშვიათად - მანდილოსნის) ხსენებისას ყოველთვის მახსენდება, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ნაზი და კეთილი არსებები არიან...
ახლანდელი გოგონების უმეტესობა უარს ამობობს ქალურობის ძველ აღქმაზე. კი ბატონო, არაა ზედმეტი კდემამოსილება, მორიდება და სინაზე საჭირო, მაგრამ არც ამ თვისებების უქონლობა ივარგებს, ნაწილობრივ მაინც :)
დღეს ქუჩაში ბლომად შეხვდებით გოგოებს, რომლებიც თავისზე უფროსს ურჩევენ საქმეს, ან მეორე გოგოს თმით ათრევენ და მიაჩნიათ, რომ ამით თავის ძალას, გავლენას ავრცელებენ სხვაზე... შემდეგ, როცა დარწმუნდებიან იმაში, რომ იმაზე მეტი შეუძლიათ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ, უფრო "მონდომებულები" ხდებიან, რომ ვიღაც დაჩაგრონ, ვიღაცას დაარტყან, ვიღაცას შეაგინოს (გოგოსგან გინება განსაკუთრებით სასიამოვნო მოსასმენია :)), მაგრამ მერე გამოჩნდება მასზე ძლიერი, უფრო მაგარი, რომელთანაც მისი ძალა არ გაჭრის, პირიქით, მეორე მოერევა და მხოლოდ მაშინ გაახსენდება, რომ ისიც გოგოა, ნაზია და დაუცველი, რომ მასზე ხელის აწევა არ შეიძლება... სირცხვილია, გოგო როგორ უნდა დაჩაგრო? :)
დღეს დავინახე ქუჩაში, ერთი გოგოს მეორე თმით ეჭირა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ჩემს დაქალს როგორ დაარტყიო...
მოკლედ, ქუჩური გაგება, ქუჩური ცხოვრება, რომელის გაქრობასაც ცდილობენ მოზარდ ბიჭებში, მაინც არ ქრება და ახლა გოგონებში იჩენს თავს. ძლიერი გოგონები (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) უკვე მრავლად არიან, ისინი ჩხუბობენ, ხმამაღლა ყვირიან, მაგრამ როცა იმაზე მეტი მოხვდებათ, ვიდრე ელიან, მაშინ უკვე თავის გადასარჩენად ქალის ძველ სახეს იღებენ, ნაზები, სუსტები და დაუცველები ხდებიან. . .:)
აბა, ამ დროს გოგოს როგორ უნდა დაარტყა? :)))