დიეტოლოგია როგორ დავიკლოთ წონაში სწორად?! – 12 შეცდომა, რომელსაც დიეტის დაცვისას ყველაზე ხშირად უშვებთ 2020, 9 მარტი, 22:49 წონის დაკლება არც ისე მარტივი საქმეა, ის დისციპლინასა და ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა მხოლოდ ესეც არ კმარა, ხშირად შედეგი მაინც მიუღწეველი რჩება, რადგან ადამიანები დიეტის დაცვისას ხშირად უშვებენ შეცდომებს. ქვემოთ წარმოგიდგენთ 12 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელთა გათვალისწინებაც, ვფიქრობ, არ გაწყენდათ:
I შეცდომა – სასსწორზე დამოკიდებულება.
საჭირო არაა ყოველდღიურად ან დღეში რამდენჯერმე წონის შემოწმება, ამან შეიძლება მალე იმედი გაგიცრუოთ და დიეტას თავი დაანებოთ. მიუხედავად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, წონის დაკლება ერთ დღეში და მით უმეტეს საათებში არ შეიძლება შესამჩნევი იყოს, რადგან ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, შესაძლებელია, საკვები ჯერ კიდევ საჭმლის მომნელებელ სისტემაში იყოს.
უმჯობესი იქნება, თუ თქვენი წონის კლებას სხეულის გარშემოწერილობის გაზომვით გადაამოწმებთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თეძოს ზომა. ასევე შეგიძლიათ ყოველი მხრიდან გადაღებული ფოტოებით შეამჩნიოთ ცვლილებები.
II შეცდომა - გადაჭარბებული მოლოდინი. ბევრ ადამიანს ზედმეტი მოლოდინები აქვს წონის დაკლებასთან დაკავშირებით, რაც ხშირად დემოტივაციასა და საბოლოოდ, დიეტის შეწყვეტას იწვევს. ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე გრძელვადიანი მიზანი დაისახოთ. III შეცდომა – შეფუთვაზე არსებული წარწერის წაკითხვა. წონაში დაკლებისათვის აუცილებელია იცოდეთ, რას მიირთმევთ, ამისათვის კი საკვების შეფუთვაზე არსებული წარწერები უნდა წაიკითხოთ. ასე შეძლებთ თავიდან აირიდოთ არასასურველი ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა. IV შეცდომა – ზედმეტი სპორტი ან მის გარეშე. წონაში სწორად დაკლებისათვის აუცილებელია სპორტით დაკავდეთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი სპორტი პირიქით, დამღუპველია. V შეცდომა – მხოლოდ მსუბუქი სპორტით წონაში დაკლება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ წონაში დაკლება მხოოდ სირბილითაა შესაძლებელი, თუმცა ეს ასე არ არის, წონაში დაკლებისათვის აუცილებელია ვარჯიშის ტიპების მონაცვლეობა, მათ შორის, უნდა დაკავდეთ ძალისმიერი ვარჯიშებიტაც. VI შეცდომა – ნაკლები ან ზედმეტი კალორიების მიღება. კალორიების დეფიციტი დიეტის აუცილებელი პირობაა, თუმცა ეს ზედმეტად არ უნდა მოხდეს, თორემ თქვენს ჯანმრთეობას საფრთხე დაემუქრება. VII შეცდომა - ერთგვარი საკვები. ზოგიერთი დიეტა ითვალისწინებს გარკვეული სახის საკვების დიდი დროით მიღებას, რაც არასწორია. უმჯობესია, მრავალფეროვანი საკვების მირება. VIII შეცდომა – ნაკლები პროტეინის შემცველი საკვების მირთმევა. წონაში დაკლებისათვის საჭიროა პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება, რადგან ისინი მეტაბოლიზმის ხელშემწყობია. IX შეცდომა – ნახშირწყლების რაოდენობა. ზოგიერთი დიეტა ნახშირწყლების სრულად შეზღუდვას ან პირიქით, მადის მოკვლისათვის ზედმეტ ნახშირწყლებს ითვალისწინებს. გაითვალისწინეთ, რომ აქაც ზომიერება გმართებთ. X შეცდომა - ხშირი კვება. ზოგიერთი დიეტის მიხედვით, ადამიანმა ხშირად უნდა იკვებოს, რაც არასწორია. ეს ყველაზე ხშირი შეცდომაა, რომელსაც წონის დაკლების მსურველები უშვებენ. ნაცვლად ამისა, უმჯობესია, თქვენს ორგანიზმს დაუგდოთ ყური და ბუნებრივი მოთხოვნილებებისდა მიხედვით იმოქმედოთ. XI შეცდომა – შაქრის შემცველი სასმელის მიღება. ოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ხილის წვენებით ჩაანაცვლებს ორგანიზმშში შაქრის ნაკლებობას და ეს მას არ ავნებს. ეს ნამდვილად შეცდომაა. ხილი ბუნებრივად შეიცავს შაქარს და ის არაფრით განსხვავდება ტკბილი კუბიკებისაგან. XII შეცდომა – ქარხნულად დამუშავებული საკვები დიეტისათვის. ხშირად ადამიანები იკვებებიან ქარხნულად დიეტური საკვებით, მაგალითად, დიეტური პური ან დიეტური შოკოლადი. თუმცა ამგვარმა პროდუქტებმა შესაძლებელია თქვენი ორგანიზმი სერიოზულად დააზიანონ. ასევე საინტერესოა: - მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ბავშვი - - დაჩქარებული სიკვდილი დიეტური სასმელების წყალობით - 10 საინტერესო ფაქტი თქვენი სისხლის შესახებ 212 2-ს მოსწონს 1-ს არა
|