დღეის მონაცემებით იტალიაში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა კოროვარისუსის გავრცელების მხრივ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1300-ით მოიმატა. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 133-ით. საერთო ჯამში ამჟამად ინფიცირებულია 7375 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 366. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ ადამიანებს, მათი რიცხვი 622-ს შეადგენს.
დღეისთვის კარანტინია გამოცხადებული ლომბარდიის რეგიონში და ასევე კიდევ 11 პროვინციაში.
![როგორ გამოიყურება ჩრდილოეთ იტალია
დღეს (ფოტორეპორტაჟი) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/202003091233466227.jpg)
![როგორ გამოიყურება ჩრდილოეთ იტალია
დღეს (ფოტორეპორტაჟი) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/202003091236426227.jpg)
ბრძანების თანახმად, ლომბარდიის (დედაქალაქი მილანი) და ვენეციის გარდა, შეზღდუვები დაუწესდათ შემდეგ პროვინციებს: მოდენა, პარმა, პიაჩენცა, რეჯო ემილია, რიმინი, პეზარო და ურბინო, პადუა, ტრევიზო, ასტი და ალესანდრია .
![როგორ გამოიყურება ჩრდილოეთ იტალია
დღეს (ფოტორეპორტაჟი) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/202003091234146227.jpg)
მითითებულ პროვინციებში დაიხურა სკოლები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები, კულტურული ცენტრები, ასევე სპორტული დარბაზები და სათხილამურო კურორტები.
![როგორ გამოიყურება ჩრდილოეთ იტალია
დღეს (ფოტორეპორტაჟი) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/202003091234466227.jpg)
მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების და კვების ობიექტების პერსონალს, ჟურნალისტებს, ეკრძალებათ ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით მიახლოება ადამიანებთან. აუცილებელია ყველა ინდივიდს ჰქონდეს თავისი ჭიქა და წყლის ბოთლი, ხოლო კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 3 თვიანი ციხე და 206 ევრო ჯარიმა.
![როგორ გამოიყურება ჩრდილოეთ იტალია
დღეს (ფოტორეპორტაჟი) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/202003091235416227.jpg)
ვრცელი რეგიონი 16 მილიონანი მაცხოვრებელით მოჩვენებად იქცა იქცა სიუჟეტად საშინელებათა ფილმიდან.
![როგორ გამოიყურება ჩრდილოეთ იტალია
დღეს (ფოტორეპორტაჟი) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/202003091245166227.jpg)