სხვა
აი, როგორ გამოიყურება ამჟამად პაბლო ესკობარის ყველაზე საყვარელი - მშობლიური სახლი
2020, 7 მარტი, 13:36

კოლუმბიელი "კოკაინის მეფე" პაბლო ესკობარი თავისი კოკაინის იმპერიის აყვავების პერიოდში არაოფიციალური მონაცემებით 30 მილიარდ აშშ დოლარს ფლობდა. მის ანგარიშზე იყო კერძო სახლები, ძვირადღირებული მანქანები, მამულები, იახტები თუმცა მთელი თავისი მრავალრიცხოვანი ქონებიდან განსაკუთრებული სიყვარულით მას მხოლოდ მედელინის რაიონში (კოლუმბია) მდებარე მშობლიური სახლი უყვარდა, რომელშიც ის გაიზარდა.

ესკობარის სიკვდილის შემდეგ (1993 წელს), ოდესღაც მისი საყვარელი საცხოვრებელი სახლი არა მხოლოდ დაცარიელდა, არამედ სამოთხიდან ნანგრევებად იქცა. დღეს, აქ რთულად თუ იპოვით სიმდიდრისა და ფუფუნების შემორჩენილ კვალს. დღესდღეობით, მიწის ნაკვეთსა და სახლის დანგრეულ შენობას ფეინთბოლის (სპორტული თამაში სადაც ორი გუნდი ესვრის ერთმანეთს და ტყვიების ნაცვლად გამოიყენებენ საღებავის ბურთულებს) არენად იყენებენ. მამულის მეპატრონეები მსურველებს საომარი თამაშების გარდა, მედელინში მდებარე ესკობარის სახლში პატარა ექსკურსიასაც სთავაზობენ, რომელშიც კოკაინის მეფე საკუთარ ოჯახს მტრებისგან და პოლიციისგან მალავდა.
"კოკაინის მეფის" საცხოვრებელი სახლი





ფეინთბოლის გუნდი ნახევრად დანგრეული სახლის ფონზე



ესკობარის სიცოცხლეში აქ მისი კერძო კლუბი იყო, ახლა კი ტურისტებისთვის მინი - ბარია განთავსებული


ასე გამოიყურებოდა ეს ადგილი კოკაინის იმპერიის მეფის სიცოცხლეში

