სიახლეები
რა ვიცით კორონავირუსის შესახებ
2020, 6 მარტი, 19:12
- აღნიშნული ვირუსი არის კონორავირუსების ოჯახის მეშვიდე წარმომადგენელი;
მანამდე მსოფლიოში გავრცელებული იყო მხოლოდ 6 სახეობა, რომლითაც ადამიანები ავადდებოდნენ;
- მეცნიერების აზრით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო, დიდი ალბათობით, ცხოველია, თუმცა დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებიც;
- ინფექცია ვლინდება რესპირატორული სიმპტომების სახით, ცხლებით, ხველით, ქოშინით და სუნთქვის გაძნელებით;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის პრევენციის მიზნით უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან “დაუცველ” კონტაქტს, ხორცისა და კვერცხის მომზადებისას ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე მათგანი კარგად იყოს მომზადებული და მოვერიდოთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც გაციების ან გრიპის სიმპტომები აღენიშნება.