x
image
ოტი
რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ

image

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს კი დაავადების სიმპტომებზე ამოწმებენ. რამდენად საშიშია აღნიშნული ვირუსი და არის თუ არა საქართველო მზად პოტენციური საფრთხისთვის?

“ჩვენთან შემოტანის რისკი ძალია მინიმალურია, მხოლოდ თეორიული”, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, ვირუსის საქართველოში ჩამოტანის რისკებს ამცირებს ის ფაქტი, რომ ჰუბეის პროვინციიდან პირადპირი ფრენები საქართველოში არ არის. თუმცა კვირაში ორჯერ სრულდება რეისები დედაქალაქ პეკინის მიმართულებით.

“ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით, რომელიც მოგვაწოდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვაქვს შიდა, კონცეპტუალურად შეთანხმებული პრინციპები გეგმისა, რომელზედაც ვმუშაობთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის იმპორტირების არც თეორიული და არც პრაქტიკული საფრთხე არ არსებობს”, – განმარტა გამყრელიძემ.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0