კორონავირუსი რამდენიმე დღე საგნების ზედაპირზეც ცოცხლობს და ადამიანის დაინფიცირება შეიძლება ბინძური საგნიდანაც მოხდეს - ახალი კვლევის შედეგები
ორი დღის წინ ჟურნალმა The Journal of Hospital Infection - მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც კორონა ვირუსს შეუძლია 9 დღის განმავლობაში საგნებზე იცოცხლოს.
კვლევის შედეგების მიხედვით კორონა ვირუსს შეუძლია იცოცხლოს ისეთ ზედაპირზე, როგორიცაა შუშა, პლასტმასი ან ლითონი. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს არა მარტო ადამიანიდან ადამიანზე, არამედ ბინძური სხეულიდანაც, საგნიდანაც შეიძლება გადავიდეს ადამიანზე.