სიახლეები როგორ ჩდება და ვრცელდება კორონავირუსი? 2020, 5 მარტი, 18:22 ვირუსული ინფექცია ცხოველებიდან ადვილად გადადის ადამიანებზე. ასეთ შემთხვევას იხსენებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და ამბობს, რომ 2012 წელს საუდის არაბეთში ასეთი ტიპის ვირუსით დაინფიცირდა ადამიანი აქლემისგან. იმნაძემ განმარტავს, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია და ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე. „მსგავსი შემთხვევა იყო 2002 წელს, როდესაც გავრცელდა კორონავირუსი, რომელსაც ჟურნალისტები ატიპური პნევმონიით მოიხსენიებდნენ, 2012 წელს საუდის არაბეთში აქლემებისგან გადაედო ადამიანებს. ასეთები ხდება ხოლმე, ესეც ახალი ტიპის კორონავირუსია, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ. გარდაცვალების რამდენიმე ფაქტიც მოჰყვა უკვე ამ ტიპის კორონავირუსს ჩინეთში“, – აცხადებს პაატა იმნაძე. 344 1-ს მოსწონს
|