ყველანაირი ტექნიკა სერიოზულ მოპყრობას საჭიროებს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კამერების მიერ ძალიან სახალისო მომენტები დაფიქსირებულა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321422826272.jpg)
ამ მანქანის პატრონს, როგორც ჩანს, მინა დარჩა ჩაწეული და აი, შედეგიც. ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, ალბათ, თვალები გაუნათდა თოვლის დანახვაზე, მაგრამ ავტომობილის პატრონი, არ მგონია, კარგ ხასიათზე დამდგარიყო ამის შემხედვარე.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321471126272.jpg)
აი, ამ კაცმა კი ხელოვნური თოვლი მოაწყო თავის მანქანაში ქაფის სახით. დიდი ალბათობით, პირველად არ იქცევა ასე, ისე გულიანად რეცხავს.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321485926272.jpg)
ეს კი, ალბათ, კარგად შეზარხოშებულმა მოიმოქმედა, ან საჭესთან პირველად დაჯდა ვიღაც.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321501426272.jpg)
ამ კაცს არც მანქანა უყვარს და არც თავი, სხვაგვარად ძნელი წარმოსადგენია, რატომ უნდა დადგე სიგარეტით ხელში საწვავის ჩასხმისას ავტომობილის ბაკთან.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321514726272.jpg)
როგორ აღმოჩნდა იქ?! ძნელია პასუხის გაცემა.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321523026272.jpg)
ბოდიში მკითხველს, მაგრამ აქ რა კომენტარი გავაკეთო, არ ვიცი.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321531726272.jpg)
ნაგავმა დასძალა.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321534926272.jpg)
ეს ფოტო, ალბათ, ბევრს მოაგონებს თბილისურ პარკირებას. მთვარია, რომ ჩაეტია ზოლში და ....
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321550426272.jpg)
ხალხი უგუნური მძღოლის გადასარჩენად.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321560726272.jpg)
ამ გოგონას კი ეშინია, საჭე არ გაექცეს და გამოსავალი მოძებნა, ან სულაც, ჰგონია, რომ ღვედი ამისთვისაა ავტომობილზე.
![ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი
ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
(ნაწილი 3) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202003/2020030321575526272.jpg)
ორი “ჭკვიანი". იმდენი ვერ მოიფიქრეს, რომ პირიქით დამდგარიყვნენ.
ყურადღება! ფოტოებზე ასახულ სიტუაციებს ნუ გაიმეორებთ!
ასევე საინტერესოა:
1.
ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი ავტომობილებსა და მათ პატრონებზე
2.
ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი ავტომობილებსა და მათ პატრონებზე (ნაწილი 2)
3.
ნახევრად სახალისო იდეები, თუ როგორი უნდა იყოს ავტომობილები საქართველოში