კონფლიქტები მიწა, რომელიც არავის ეკუთვნის, სირიელმა ლტოლვილებმა დაიკავეს 2020, 3 მარტი, 21:27 ![]() სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ქვეყნის ქალაქებს მორიგეობით იკავებენ აშშ-ის, თურქეთისა და რუსეთის სამხედრო ძალები. მილიონობით სირიელი ლტოლვილად იქცა, ასიათასობით კი დაიღუპა. საკუთარი ქვეყნიდან დევნილების ახალი ტალღა დაიძრა ევროპისაკენ ბოლო კვირების განმავლობაში. სირიის მოქალაქეები ჯერ თურქეთს აფარებდნენ თავს, თუმცა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საზღვრის კარები გახსნა და ლტოლვილებს ევროპისაკენ გაუხსნა გზა. “ თავის წილი პასუხისმგებლობა სირიელი ლტოლვილების ბედზე ევროპამაც უნდა აიღოს" – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ![]() თავის მხრივ, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს თურქეთის მიერ ლტოლვილებისათვის ევროპისაკენ გზის გახსნას. ![]() ათასობით სირიელი ლტოლვილი საბერძნეთის საზღვრებს მიადგა, თუმცა იქ მესაზღვრეების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. სასაზღვრო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, დევნილთა ნაწილმა თეთრი დროშები ააფრიალა შეძაილებით “მშვიდობა, მშვიდობა". ლტოლვილების დანარჩენმა ნაწილმა საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა საზღვაო გზით სცადა, რის შედეგადაც ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ![]() ![]() ასევე საინტერესოა: 1. როგორ დაანგრია გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირი?! 2. ვინ არიან მასონები და მართავენ თუ არა ისინი მსოფლიოს?! 3. აშშ-მ “ალქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა 780 2-ს მოსწონს
|