პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსი არ გავრცელდა - დიპლომატები ქვეყანას ტოვებენ 2020, 3 მარტი, 15:13 მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა, კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ ახალი კორონავირუსი Covid-19 მათ ქვეყანაში არ გავრცელებულა.მსოფლიო ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ საზღვრები ჩაკეტა.
ხელისუფლება დათანხმდა, რომ დიპლომატებმა ქვეყანა დატოვონ, ყველა მსურველს ქალაქი ვლადივოსტოკი მიღებს, იქიდან კი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან. სამშაბათს, დილისთვის, მსოფლიოში კორონავირუსი Covid-19 – ით 90 ათას ადამიანზე მეტია დაინფიცირებული, მათგან 80 ათასი ჩინეთში იმყოფება. მსოფლიოში დაღუპულთა რიცხვმა სამ ათასს გადააჭარბა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დაახლოებით 50 ათასს აღწევს. სამშაბათს ოთხმა კიდევ ქვეყანამ დაადასტურა ინფექციის გავრცელება, ესაა საუდის არაბეთი, სენეგალი, ტუნისი და მაროკო. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში 3 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს Covid-19 -ზე.მათი მდგომარეობა სტაბილურია. 353 2-ს მოსწონს
|