ქალი და მამაკაცი ვიქტორ ჰიუგოს სასიყვარულო ისტორია - იცით, რამდენი საყვარელი ჰყავდა დიდ დრამატურგს? 2020, 3 მარტი, 3:22 " გიყვარდეს და უყვარდე, ეს საკმარისია. სხვას ნურაფერს ითხოვ. არ არსებობს ამაზე ნათელი და ძვირფასი რამ ცხოვრებაში."- ეს სიტყვები ვიქტორ ჰიუგოს ეკუთვვნის. მისი სასიყვარულო ისტორია კი დიდი უცნაურობით გამოირჩევა.
როგორც ამბობენ, ვიქტორ ჰიუგო მთელი სოცოცხლე შეყვარებული იყო, მას სიყვარულის დიდოსტატსაც უწოდებენ. იგი თავიდან ძალიან მოკრძალებული გახლდათ ქალებთან მიმართებაში და ჰყავდა მხოლოდ ერთი ქალი, მეუღლე. ამბობდა, რომ ცხოვრებაში მთავარი იყო ცოლი, ოჯახი, შვილები და შემოქმედება, თუმცა მისი შემოქმედება ცოლს დიდად არ მოსწონდა. ჰიუგო ამას ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ფიქრობდა ცოლის პოზიცია ასეთი უნდა ყოფილიყო. ერთხელ იგი წავიდა თეატრში, სადაც იდგმებოდა მისი პიესა. ამ დროს უკვე სერიოზული დრამატურგი იყო, მან დაინახა ახალგაზრდა ქალი, ჟულიეტა ტრუე, რომელსაც მთავარი როლი არ ჰქონდა, თუმცა ძალიან ლამაზი ქალი იყო დაძალიან მოეწონა. როგორც ცნობილია, ჟულიეტას ჰყავდა უამრავი საყვარელი, ხოლო იმ დროისთვის - რუსი არისტოკრატი, დემიდოვი. ჰიუგო მის გასაცნობად არ მისულა, თუმცა მაინც ვერ მოისვენა, ამ ქალის სახე მას ღრმად ჩაებეჭდა გონებაში და ისინი მოგვიანებით საყვარლები გახდნენ, სწორედ ამას მოჰყვა 50-წლიანი სიყვარულის ისტორია. ჩხუბით, სკანდალებითა და ცოლთან საქმის გარჩევებით. ეს ქალი გახდა ჰიუგოს მუზა და მისი ლექსების უმეტესობა ჟულიეტს ეძღვნება. თუმა ჰიუგო აღმოჩნდა ეჭვიანი საყვარელი, ქალს სახლი უყიდა და ჩაკეტა, გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდა, ბევრს ჩხუბობდნენ და შემდეგ ისევ რიგდებოდნენ. ერთხელ თურმე საყვარელი ქალი გაექცა და ჰიუგომ სასოწარკვეთილი ეძებდა ყველგან. ეს ამბავი ყველამ გაიგო და პრესის საქილიკოც გამხდარა - ჰიუგო, რომელიც უწინ სამაგალითო მეუღლე იყო, ჟულიეტთან შეხვედრის შემდეგ გიჟ საყვარლად გადაიქცა. ამის შემდეგ ვიქტორ ჰიუგოს უამრავი ქალი ჰყოლია. ჟულიეტი, მისი მთავარი საყვარელი ითვლიდა მისი დანარჩენი საყვარლების რაოდენობას და 1848-1850 წლებში ანუ ორი წლის განმავლობაში, 200 ქალი დაუთვალა. იცოდით ამის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება! სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი 379 2-ს მოსწონს
|