საბუნებისმეტყველო შეგიძლიათ, იპოვოთ ამ სურათზე ყველა სამეცნიერო შეცდომა? 2020, 3 მარტი, 1:26 1928 წლის სექტემბერში მეცნიერება და გამოგონებ-ის რედაქციამ მკითხველს თავსატეხი გაუჩინა და მისცა შანსი ეპოვა ყველა სამეცნიერო ( 48 ) შეცდომა თავიანთი ჟურნალის გარეკანზე. თუ მკითხველი ყველას იპოვნიდა, 500 დოლარს მოიგებდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ ფულს, მაგრამ შეგვიძლია მოგცეთ შანსი გაიგოთ რამდენად გაქვთ დაკვირვების მეცნიერული უნარი. თქვენ შეიძლება იყოთ პირველი ადამიანი, რომელიც იპოვის ყველა შეცდომას. ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ სურათზე არსებობს შეცდომები ყველა სამეცნიერო სფეროდან, მაგალითად: ასტრონომია, მეტეოროლოგია, ჰიდრავლიკა, ოპტიკა და ფიზიკა. ყურადღებით დაათვალიერეთ ილუსტრაციის ყველა ნაწილი და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად ლოგიკურია ისინი? თუ გსურთ შეამოწმოთ თქვენი ვარაუდები, ნახეთ ფოტოს ალოგიკური დეტალები: პასუხები:
1. ხალხისა და საგნების ჩრდილები განსხვავებულია.
5. ელექტროგადამცემი ხაზები არაფერთან არაა დაკავშირებული. 9.თქვენ ხედავთ ადგილს, სადაც ცისარტყელა ეხება წყალს.
13. ქოლგის ქვეშ მჯდარ მამაკაცს არ აქვს სავარძელი.
17. წვიმის კვალი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ცისარტყელა არსებობს.
ეს სია არ შეიცავს ყველა შეცდომას. შეგიძლიათ იპოვოთ დანარჩენი? 2777 2-ს მოსწონს
|