კინო ინტიმური პარიკები, სხეულის მაკიაჟი და ყალბი ოფლი: როგორ იღებენ სექსის სცენებს კინოში 2020, 2 მარტი, 15:10 გაინტერესებთ, სინამდვილეში რა ხდება კადრში, როდესაც მსახიობები მთელი გრძნობებით ვნებებს ეძლევიან? რა თქმა უნდა, არა რეალური სექსი! მოდით, ფარდა ავხადოთ საიდუმლოს და ერთად ვნახოთ, თუ როგორ იღებენ კინოში "18+" სცენებს.ინტიმური სცენების დადგმას ქორეოგრაფები უზრუნველყოფენწარმოიდგინეთ, ინტიმური სცენების გადასაღებად რამხელა ძალისხმევაა საჭირო - ვინაიდან სექსი კადრში არა მხოლოდ მაქსიმალურად ბუნებრივად, არამედ რაც შეიძლება ესთეტიკურადაც უნდა გამოიყურებოდეს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ხშირად საჭირო მოძრაობების "დახვეწაში" მსახიოებებს ქორეოგრაფები ეხმარებიან. თავიდან პროფესიონალები, მოცეკვავეებთნ ერთად საწოლის სცენებს დეტალურად აანალიზებენ, თითოეულ მოძრაობას ამუშავებენ და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე მსახიობებსა და ოპერატორებსაც დაწვრილებით უხსნიან, თუ როგორ მიაღწიონ ბუნებრიობას.არანაირი სასქესო ორგანო კადრშიყველა მსახიობი აბსოლუტური სიშიშვლისთვის მზად არ არის, თუნდაც საწოლის სცენების გადაღებისას. ასეთი შემთხვევებისთვის, კოსტუმერებს მზადყოფნაში ყოველთვის აქვთ ისეთი სპეციალური შესანიღბი საშუალებები, როგორიც - ნაჭრები, ლენტები, ინტიმური ბალიშები და სხვა მსგავსი მასალაა.დუბლიორები ყველაზე "შავ" სამუშაოს ასრულებენყველაზე მგზნებარე სცენებს, როგორც წესი, დუბლიორების მონაწილეობით იღებენ. ეს მართლაც ჯოჯოხეთური სამუშაოა - ზოგჯერ ასეთი სცენების გადაღებას 5 - 6 საათი მაინც სჭირდება. მსახიობების ორეულებს როგორც წესი - იდეალური ფიზიკური მომზადება, პლასტიკა და გამძლეობა მოეთხოვება.სხეულის მაკიაჟიმსახიობების უმრავლესობა კადრში საკუთარ იდეალურ სხეულს არა დიეტოლოგებსა და პერსონალურ ფიტნეს ტრენერებს უნდა უმადლოდეს, არამედ პირველ რიგში - გრიმიორებს. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი რომ ფილმში მთავარი მოქმედი გმირების სხეული იდეალურად გამოიყურებოდეს, ხოლო ცელულიტი, კანის უსწორმასწორო ზედაპირი და სტრიები ეკრანზე შეუმჩნეველი დარჩეს.მენსტრუაცია - გადაღების შეწყვეტის მიზეზი არ არისთამამ სცენებში მონაწილეობა ყველას არ შეუძლია, განსაკუთრებით კი - კრიტიკულ დღეებში. თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, მსახიობებს ინტიმური სცენების გადადების საშუალება არ აქვთ, ამიტომ იძულებულები არიან ყველაფერი იდეალურად შეასრულონ და საკუთარი სიმორცხვეც შეძლებისდაგვარად დაძლიონ.ოფლი - გრიმის ნაწილიკამერების წინ სექსის თამაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაღებები გაყინულ პავილიონში მიმდინარეობს ადვილი არ არის. იმისათვის, რომ მსახიობები კადრში ოფლიანი გამოიყურებოდნენ, გრიმიორები სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ - ყველაზე ხშირად კი, ისინი მათ სახეზე ვაზელინს ან წყალში გაზავებულ საბავშვო ზეთს უსვამენ.მთავარი ტრენდი - სასქესო ორგანოების პარიკებიშუა საუკუნეების დროინდელი ინტიმური პარიკები თქვენ წარმოიდგინეთ და, XXI საუკუნეშიც აქტუალობას არ კარგავს. თუკი მათ ადრე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კვალის დასაფარად იყენებდნენ, ახლა ინტიმურ პარიკებს მსახიობები ყველაზე ხშირად ისტორიულ ფილმებში, თამამი სცენების გადასაღებად იყენებენ.მსახიობები, რომლებსაც ინტიმური სცენების დასრულების შემდეგ გადამღები ჯგუფის თვალწინ შიშველი სიარული ერიდებამიუხედავად თავიანთი ქარიზმისა და სითამამისა, ბევრი მსახიობი თამამი სცენების გადაღებისას მაინც სერიოზულ დისკომფორტს განიცდის. ამიტომ, საგანგებოდ მათთვის, დაძაბულობის მოსახსნელად გადასაღებ მოედანზე სპეციალურად დაქირავებული ადამიანები არიან, რომლებიც ინტიმური სცენების გადაღების დასრულებისთანავე მსახიობებს სამოსს აწვდიან და მათ, თავინთი ახირებებისა და კაპრიზების შესრულებაში ყველანაირად ეხმარებიან.2531 1-ს მოსწონს |