x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხილვის პასუხად ყველა საავადმყოფოში უკვე შეიტანეს მიწა და ფურთხი! - გიგა მაქარაშვილი
image

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ეკლესიაში ერთჯერადი კოვზების გამოყენების იდეას ეხმაურება და წერს:




“მსოფლიო ალაპარაკდა კარს მომდგარი ოლიმპიადის ჩაშლაზე!
ჩაშლის პირასაა ევროპის ჩემპიონატი!
იტალიაში საფეხბურთო მატჩები ჯერ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ კი საერთოდ გადაიდო!
ინგლისში ყველა სახის სპორტულ ღონისძიებას აჩერებენ.


ხომ ყველამ იცით რატომ?




ჩვენთან კიდევ, ერთჯერადი კოვზები, უფლის შეურაცხყოფაა და კვირაობით ერთი კოვზიდან უნდა დავლიოთ ღვინოო
საერთოდ არ მშურს თქვენი, პირბადეების ძებნაში რომ ქვეყანა ააწრიალეთ და ახლა მამაოს ხათრს ვერ უტეხავთ
ჰო, და კიდევ, არც არავინ ელოდება ამ პოსტის პოპულარობას, ემანდ მამაოებმა არ იპოვონ თქვენი აქტივობა ანტიმართლმადებილურ პოსტზე!
უფალმა დაგლოცოთ”, - წერს მაქარაშვილი.

imageამასთანავე მაქარაშვილი უწმინდესის, კათალიკოს -პატრიარქის გუშინდელ გამოსვლასაც ეხმაურება და წერს:


ხილვის პასუხად ყველა საავადმყოფოში უკვე შეიტანეს მიწა და ფურთხი!
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოზაციამ უკვე გამოითხოვა 370 ტონა ბავშვის ფურთხი და 4211 ტონა ქართული მიწა!
ჩინეთში უკვე შექმნეს ქართული მიწის და ფურთხის ანალოგი!


ტომ კრუზისთვის სპეცრეისით უკვე გაიგზავნა პატრიარქის 5 ნათლულის ფურთხი და სამების ეზოდან აღებული მიწა!


რუსეთი ქართულ ფურთხს უსასყიდლოდ მიიღებს, მიწა ისედაც უფასოდ მიქონდათ ❤️
დიდება უფალს (+)

image

შეგახსენებთ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ ჰქონდა ხილვა და რომ ადამიანი კორონავირუსს დაამარცხებს.


"„მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე“,


0
802
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
802
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0